კონკურსი გრძელდება!

კონკურსი „საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია“ გრძელდება! შემოსული ნამუშევრებდან მეორე ტურში გადავიდნენ კონკურსანტები, რომელთა ნაშრომებიც აკმაყოფილებდა კონკურსის მოთხოვნებს:

ბაკური გოგუა, ირაკლი მაისურაძე, ქეთი ბარნაბიშვილი, ლევან ჯაბუა, ნათია ხუჭუა, ნინო ჩეჩელაშვილი, კახაბერ კირთაძე, შოთა ნიშნიანიძე, სანდრო სულაბერიძე, ანა დაბრუნდაშვილი, მარიკა მაისურაძე, ლაშა ხუტიაშვილი, კარინე ვართანიანი, გიგი გაჩეჩილაძე.

ამ კონკურსანტების ნამუშევრები 8 ნოემბრიდან აიტვირთება NCIB-ის სოციალურ გვერდებზე: www.facebook.com/ncib.ge, www.twitter.com/ncibge, www.ncib.wordpress.com, www.scribd.com/ncibg… ყველა ატვირთული ნამუშევარი გაზიარდება facebook-ზე. ამის შემდეგ მოხდება საუკეთსო 5-ეულის გამოვლენა და ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით ხმის მიცემა ვებ-გვერდზე: www.ncib.ge

პირობითი პროდუქტი, რომლისთვისაც კონკურსანტებმა გაყიდვების სტრატეგია შეიმუშავეს, არის მობილური ტელეფონი, რომელიც მზის ენერგიით (დღის სინათლეზე) იტენება.

გამარჯვებულებს NCIB გადასცემს სერტიფიკატებს. კომპანიის რჩეული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის სფეროში. ხოლო ხალხის რჩეულს გადაეცემა პრიზი ფულადი პრემიის სახით (1000 ლარი), რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა გამოყვეს.

იყავი პირველი!!!

• იკვლიე ბაზარი;
• გაიგე შენი კონკურენტების შესახებ;
• გაიგე რა ჭირდება მომხმარებელს;

ბაზრის კვლევის გარეშე დღეს ბიზნესი წარმოუდგენელია. პირველადი კვლევების ჩატარება კი უამრავ ენერგიასა და დროს მოითხოვს. ამიტომ NCIB–ის კოლექტივის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ბაზრის მზა კვლევები დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო, მოიპოვოთ პრესტიჟი და დაიმკვიდროთ თავი საერთაშორისო ბაზრებზე.

იყო პირველი, ნიშნავს, დაამარცხო კონკურენტები. ამისთვის კი საჭიროა ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით თქვენ სხვებზე უკეთ შეძლებთ გაანალიზოთ კონკურენტული გარემო და გადადგათ სწორი სტრატეგიული ნაბიჯები.