NCIB-მ კონკურსის ფინალისტებს რეკომენდაცია 200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია

NCIB-მ კონკურს “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის” ფინალისტებს რეკომენდაცია  200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია.

 

საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიების HR მენეჯერებს უკვე დეტალური ინფორმაცია აქვთ კონკურსისა და მათი ფინალისტების შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ყველაზე მსხვილი კომპანია  უკვე  დაუკავშირდა კონკურსანტების ნაწილს. ვუსურვოთ მათ წარმატება! მათი ნაშრომების შეფასება კი თქვენც შეგიძლიათ 😉

დაჯილდოებაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა,  NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული, რომელიც  ანაზღაურებადი სტაჟირებით მარკეტინგის სფეროში დაასაქმა, ხოლო საგანმანათლებლო-ტურისტულმა  კომპანია Open World Georgia-მ გამარჯვებული ლონდონში უფასო სწავლების კურსით დააჯილდოვა.

ხალხის რჩეულს, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” – პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი “ცოდნა”, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს.

დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს  ჰიპერმარკეტმა “გუდვილმა”, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა “გაუმ” და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE-მ.

 

გამარჯვებული და უკვე დასაქმებული კახა კირთაძე NCIB-ის პროექტის შესახებ!

კონკურსები, თამაშები, შეჯიბრებები… აი რა მიყვარს, რა მანიჭებს წარმატების განცდას! ამის შესაძლებლობა დღეს მრავლადაა. მარტო ფეისბუქის კონკურსები რომ ავიღოთ, ერთი შეხედვით, ყველგან შეიძლება მონაწილების მიღება, გამარჯვება და საოცნებო პრიზების მოპოვება. თუმცა,  კონკურსი ზოგადად, არ არის მარტო like-ების მოგროვება ან ფოტოების ატვირთვა, ეს არც კომენტარების „დასწრებობანაა“ 🙂 … აქ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი მოიპოვო, სხვებს კონკურენცია გაუწიო და იყო გამორჩეული…  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ დიდი შრომა ჩადოს საქმეში, იბრძოლოს ბოლომდე და მუდმივად იყოს შემართული. კონკურსის ბოლო წუთამდე იმის მოლოდინი, რომ გამოგარჩევენ, რწმენა, რომ შენ შეძლებ და ბოლოს შედეგი –  აი  რა არის წარმატება!

როდესაც NCIB-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ გავიგე, მონაწილეობის მიღება მაშინვე გადავწყვიტე. თემა ძალიან განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია მობილური ტელეფონისთვის, რომელიც მზის ენერგიით იტენება! ხომ მაგარია! ჰოდა მეც ჩამითრია :)… მეც ფიქრი დავიწყე  იმაზე, თუ როგორ წარმომეჩინა ეს „მზიანი“ ტელეფონი განსხვავებულად… დავჯექი და დავწერე…  პროექტი გრაფიკული ნამუშევრებითაც გავამდიდრე (ჩავთვალე, რომ მკითხველს ასეთი ტიპის პროექტი უფრო დააინტერესებდა) და გამოქვეყნების მოლოდინში მეილზე გავგზავნე…

აქედან დაიწყო ყველაზე საინტერესო და ემოციური მომენტები… დაძაბულობა დღითიდღე მატულობდა და კონკურსი უფრო და უფრო დამაინტრიგებელი ხდებოდა, ქვეყნდებოდა კონკურსანტთა საკმაოდ საინტერესო და ერთმანეთისგან მთლიანად განსხვავებული ნამუშევრები და ხდებოდა მათი განხილვა სოციალურ გვერდებზე, ბლოგებზე, მთლიანად NCIB-ის სოციალური მედიის ბორბალის მეშვეობით (რომელიც დიდი გემოვნებითა და დახვეწილი სისტემით შესანიშნავადაა  ორგანიზებული).

იყო პირველი, მეორე, მესამე ტური… დისკუსიები, მძაფრი დისკუსიები და ჯანსაღი კრიტიკა,  საუკეთესო 5-ეულის გამოვლენა და საკუთარი სახელის ამოკითხვა სიაში! ხმის მიცემა და ნამუშევრების შეფასება ერთი თვის განმავლობაში… კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, ამიტომაც, ჩემი თითოეული წარმატება დიდ სტიმულს მაძლევდა. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ სპონსორი კომპანიები დღითიდღე ემატებოდნენ და საიდუმლო, დამაინტრიგებელ პრიზებსა და სიურპრიებს ამატებდნენ!

ხალხის რჩეული ვერ გავხდი და ვერც ფულადი პრემია მოვიპოვე, მაგრამ გული ერთი წუთითაც არ დამწყვეტია. ჩემთვის მონაწილეობის მიღებაც კი დიდი სიამოვნება იყო ამ კონკურსში. ყველაზე მეტად კი იმის გაგება მაინტერესებდა, ვინ გახდებოდა თავად კომპანია NCIB-ის რჩეული, რომელიც ანაზღაურებადი სტაჟირებით დასაქმდებოდა კომპანიაში.

საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს,  სასტუმრო რედისონში მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც უამრავი სტუმარი და მსხვილი კომპანიები იმყოფებოდნენ, სხვა კონკურსანტებთან ერთად, მეც ვღელავდი.  მაგრამ, როდესაც მაკამ  ჩემი სახელი და გვარი ამოიკითხა, ნერვიულობა გაქრა, სიხარულს ვერ ვმალავდი. NCIB-ის რჩეული გავხდი და მომეცა შანსი, ვიმუშაო საინტერესო გარემოსა და პროფესიონალთა გუნდში. კომპანია OWG-მ საოცნებო ლონდონში საზაფხულო სკოლის გავლით დამასაჩუქრა, GAU-ს პრეზიდენტმა, ბატონმა მაიკლმა კი მარკეტინგის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო გადმომცა GAU Books-იდან, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ამ კონკურსმა ბევრი მომცა, ბევრი მასწავლა… დღეს უკვე NCIB-ში ვარ,  ძალიან ამაყი ვარ, მე მთლიანად  შევიგრძენი წარმატების განცდა და იმედი მაქვს, რომ კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილსაც შევიტან. ახლა უკვე მე ვიზრუნებ მისი წარმატებისთვის და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.

 

NCIB  ჩემი წარმატების საწინდარი გახდა  🙂

NCIB-მ კომპანიის რჩეული კახა კირთაძე ანაზღაურებადი სტაჟირებით დაასაქმა!

NCIB-მ კომპანიის რჩეული კახა კირთაძე ანაზღაურებადი სტაჟირებით დაასაქმა!

 

 

NCIB-ის კონკურსი “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია” დასრულდა. გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ და სპონსორი კომპანიების ფავორიტი კონკურსანტებიც. გაყიდვების სტრატეგია მობილური ტელეფონისთვის რომელიც მზის ენერგიით იტენება, მრავალმა კონკურსანტმა შემოგვთავაზა. კომპანია NCIB-ის რჩეული კი მათგან მხოლოდ ერთი მონაწილე გახდა. დაჯილდოებაზე NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული – კახა კირთაძე.

კახა უკვე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას NCIB-ში, ზაფხულში კი საგანმანათლებლო-ტურისტული კომპანია Open World Georgia-ს დაფინანსებითა და ხელშეწყობით კახა ორკვირიან საზაფხულო სკოლას გაივლის ლონდონში.

 

 

 

NCIB-ის წლის შემაჯამებელი კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონიალი

სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში NCIB – ეროვნულმა საკრედიტო ინფორმაციის ბიურომ წლის შემაჯამებელი კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა. სტუმართა შორის იყვნენ კერძო კომპანიების ხელმძღვანელები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 

NCIB-მ ადგილობრივ კომპანიებს გააცნო ახალი იდეები ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის.

კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

* ახალი პროდუქტები საქართველოს ბაზარზე
* ბიზნეს ინფომრაციის დარგის სიახლეები
* XXI საუკუნის ყველაზე გამოყენებადი პროდუქტები
* NCIB თქვენი ბიზნესის მეგზური

ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ სიგელები (ყველაზე სანდო ქართული ბრენდი – მობილური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთი”, ყველაზე სასურველი კომპანია – “თიბისი ბანკი”, ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს სასწავლებელი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი “გაუ”, ყველაზე სანდო ქართული რძის პროდუქტი – “ეკო-ფუდი”, ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანია – “იმედი ელი”).

 

 

კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის” კონკურსის საუკეთესო ხუთეული და მხარდამჭერი კომპანიების ფავორიტი კონკურსანტები.

დაჯილდოებაზე NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული – კახა კირთაძე, რომელიც გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის სფეროში, ხოლო საგანმანათლებლო-ტურისტულმა კომპანია Open World Georgia-მ გამარჯვებული ლონდონში უფასო სწავლების კურსით დააჯილდოვა.

 

ხალხის რჩეულს, ნინო ჩეჩელაშვილს, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” – პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი “ცოდნა”, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს.

 

დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს ჰიპერმარკეტმა “გუდვილმა”, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა “გაუმ” და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE-მ.

 

 

NCIB-მ კონკურსის საუკეთესო ხუთეულს გადასცა ლაურიატის წოდების სერტიფიკატები და გაუწია რეკომენდაცია მსხვილ კომპანიებში.

 

 

 

 

კომპანია NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა საქართველოში ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების სფეროში.

NCIB ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს აწვდის სანდო ბიზნეს ინფორმაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც ახლდება ყოველდღიურად და მოიცავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ინფორმაციას: მარკეტინგული სიები, კომპანიის პროფილი, ქვეყნის პროფილი, ბაზრის პროფილი და სხვა… აღსანიშნავია, რომ დღეს NCIB წარმოადგენს მყარი კომპანიის – “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” შვილობილს.

 

 

 

 

 

 

კონკურსანტ ანა დაბრუნდაშვილის პროექტი

NCIB მოდელის Sun Shine ტელეფონი


მობილური ტელეფონის მოდელი Sun Shine იტენება მზის ენერგიით. ეს არის ის განსაკუთრებული თვისება, რის მიხედვითაც  უნდა აიგოს გაყიდვების სტრატეგია.

ტელეფონს აქვს მაღალი გასაყიდი ფასი 3399 ლარი – რაც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე პირთათვის.

მზის ბატარეა მობილური ტელეფონისთვის ნაკლებად პრაქტიკულია, რადგან მისი დატენვა ხდება მხოლოდ მზეზე. ამიტომ პროდუქტის პოზიციონირება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი სასურველი გახდეს მომხმარებლისთვის იმიჯის თვალსაზრისით.

ძირითად პოტენციურ მომხმარებლებად უნდა განვიხილოთ ორი კატეგორიის ადამიანები:

  1. მაღალი შემოსავლის მქონე პირები,რომელთათვისაც Sun Shine მოდელის ტელეფონი იმიჯის ნაწილი იქნება
  2. პირები და ორგანიზაციები – რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან და დიდი დროს ატარებენ ბუნებაში (ტურების ორგანიზატორები,მოგზაურები).

 

I სეგმენტი – მაღალი შემოსავლის მქონე პირები


იმისათვის, რათა მოხდეს აღნიშნული სეგმენტის დაინტერესება ჩვენი პროდუქტით, უნდა მოვახდინოთ მათი ფსიქოლოგიური ფაქტორებით მანიპულირება. ასეთი ტიპის ხალხისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმიჯსა და რეპუტაციას, რაც თავის მხრივ იწვევს ბრენდებთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. იმისათვის, რომ მათ შეიძინონ ჩვენი პროდუქტი – გარდა მობილური ტელეფონისა, მათ წილად უნდა ხვდეთ გარკვეული სტატუსი,  რაც შეესაბამება მათ იმიჯს.

NCIB სტატუსი – ვინადიან ჩვენი ტელეფონის განსაკუთრებული თვისება მზის ბატარეაა, უნდა ვაქციოთ ეს შტრიხი განსაკუთრებულ სტატუსად. მზის ენერგია ეს არის ალტერნატიული ენერგიის წყარო. ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ეკოლოგიურად აბსოლიტურად სუფთაა და არ აყენებს ზიანს გარემოს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარემოს დაცვა, ბრძოლა ეკოლოგიისთვის. მსოფლიოს დასავლეთ ნაწილში ბევრმა მსხვილმა კორპორაციამ დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გამოცემა ,,ჯანმრთელ გარემოზე ზრუნვის“ მოტივით (ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონი, ა/მანქანა).

შესაბამისად, NCIB მობილური ტელეფონიც ეკოლოგიურია. მისმა მყიდველმა კი შესაძლოა ტელეფონთან ერთად შეიძინოს ,,დედამიწაზე მზრუნველის“ სტატუსი.

სტრატეგია.

I ეტაპი – ბაზრის მომზადება – ინფორმირება

პროდუქტის შემოსვლამდე უნდა მოხდეს სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება და მომზადება. აქტუალური უნდა გახდეს ეკოლოგიაზე ზრუნვა. გარემოს დაცვა იმ ადამიანთა პრიორიტეტი უნდა გახდეს, ვინც ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია.

ამ იდეის გავრცელება მოხდება სხვადასახვა კუთხით:

სატელევიზიო სიუჟეტები – ტელევიზიის მეშვეობით გავა რამდენიმე სიუჯეტი, რომელთა შინაარსიც შეეხება ალტერნატიულ ენერგიას, მის გამოყენებას საქართველოში.

ბეჭდური პრესა – რომელსაც ჩვენი აუდიტორია იყენებს (მაგალითად, ჟურნალი ,,ბიზნესი“), დაიბეჭდება სტატიები გარემოს დაცვაზე. ეს სტატია უნდა გამოხატავდეს მესიჯს, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულთა ხვედირა.

ბლოგები – ფორუმები – სოციალური ქსელები – ეს საშუალებები სრულიად იქნება  გამოყენებული ჩვენთვის სასურველი იდეების პროპაგანდირებისათვის.

ვირუსული ვიდეოები – გადაღებული იქნება ვიდეოები – რომელიც ასახავს გარემოს, რომელიც ზიანდება ადამიანის მიერ. ასევე ვიდეოებში უნდა ხაზი გაესვას იმ მესიჯს, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულ ადამიანთა ხვედრია. აღნიშნული ვიდეოები გათავსდება ინტერნეტში და გავრცელებულდება.

II ეტაპი

პროდუქტის პრეზენტაციამდე 2 კვირით ადრე ტელევიზიითა და ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდება სარეკლამო რგოლი, რომლის ძირითადი შინაარსიც კვლავ გარემოზე ზრუნვა იქნება. სარეკლამო რგოლებში არ იქნება ნახსენები პროდუქტი. თუმცა რეკლამებს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ორი გმირი – ქალი და კაცი (უცნობი სახეები), რომლების მაღალი საზოგადოების წევრის შთაბეჭდილებას დატოვებენ. ეს გმირები უნდა ასოცირდებოდნენ გარემოზე მზრუნველ წარატებულ ადამიანებად.

პროვოკაციული მერკეტინგ აქცია – სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც იკრიბება ჩვენი სამიზნე სეგმენტი, გამოჩნდებიან ეს ქალი და/ან კაცი (რომლებიც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობენ). ამ გმირმა აუცილებლად უნდა მიიქციონ საზოგადოების ყურადღება (მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაცვით, ან მედიის განსაკუთრებული აქტივობით), თუმცა არავინ იცოდეს ვინ არიან. ამ გმირებს ხელში უნდა ეჭიროთ NCIB ტელეფონი და ძალიან აქტიურად იყენებდნენ მას, ისე რომ ტელეფონმა ყურადღება მიიქციოს.

პროდუქტის პრეზენტაცია

პროდუქტის პრეზენტაცია უნდა მოხდეს ბუნებაში – შაბათ ან კვირა დღეს, სადაც მოწვეული სტუმრები შეძლდებენ დასვენებას. ეს შეიძლება იყოს თბილისთან ახლოს  მდებარე რომელიმე სასტუმრო (მაგალითად სასტუმრო ,,ლოპოტა“), სადაც დილიდან საღამომდე შეეძლებათ სტუმრებს განტვირთვა და ცხადია პრეზენტაციის  მოსმენა.

პრეზენტაციამდე, მოწვეული სტუმრებს მოსაწვევებს უშუალოდ პრომო გოგონები/ბიჭები გადასცემენ. მათ ტანსაცმელზე ან რაიმე აქსესუარზე ექნებათ ჩვენი პროდუქტის ლოგო  და მესიჯი, რომლის ძირითადი შინაარსი იქნება, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულთა ხვედრია.

პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ცნობილი სახეები – პოლიტიკის, ბიზნესის და სხვა სფეროებიდან.

პრეზენტაცია ისე იქნება დაგეგმილი, რომ დამსწრე საზოგადოება მიიღებს მაქსიმალური ინფორმაციას ტელეფონის – როგორც smart phone-ისთვისებებზე, ასევე მის ეკოლოგიურ დანიშნულებაზე.

პროდუქტის ბაზარზე შემოსვლა

პროდუქტის ბაზარზე შემოსვლა პრეზენტაციის შემდეგ ორშაბათ დღეს მოხდება. იმავე დღეს ტელევიზიით გავა სიუჟეტი მისი პრეზენტაციისა და ბაზარზე გასვლის შესახებ. იმავე დღიდან ტელევიზიით გავა რეკლამები იმავე გმირების მონაწილეობით,  რომლებიც ეკოლოგიას უწევდნენ პროპაგანდას. ამჯერად მოხდება ტელეფონის რეკლმირება. რეკლამაში გარდა მისი ეკოლოგიური ფუნქციისა ხაზგასმული იქნება თავად ტელეფონის – როგორც საუკეთესო smart phone-ის თვისებები. ასევე რეკლამაში გაჟღერდება ინფორმაცია,რომ ყოველი შეძენილი ტელეფონის საფასურიდან – 3400 ლარიდან 1 ლარი გადაირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ეკოლოგიური პრობლემის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ტელეფონის ბაზარზე გასვლის მეორე დღიდან ფორუმებზე,  ბლოგებსა და სოციალურ ქსელებზე დაიწყება  ტელეფონის განხილვა, მისი როგორც smart phone-ის და ასევე განხილული იქნება ყოველი წარმატებული ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ.

მარკეტინგული აქციები:

ტელეფონის ბაზარზე შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ტიპის აქციები. შეიქმნება სპეციალური ,,პაკეტები“, რომელსაც NCIB ტელეფონის შეძენის შემთხვევაში მყიდველი მიიღებს საჩუქრად. ეს შეიძლება იყოს როგორც სასაუბრო წუთები, უფასო ინტერნეტი, მოსაწვევი სხვადასხვა ღონისძიებებზე და ა.შ. მსგავსი აქციები 1 თვის განმავლობაში გასტანს.

 

II სეგმენტი – პირები და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეკოლოგიასთან და მოგზაურობასთან

აღნიშნული სეგმენტისთვის ცნობილია ტელეფონის ეკოლოგიური მნიშვნელობა. ხოლო ტელეფონის უნიკალური თვისება – მზის ბატარეა მათთვის პრაქტიკულად გამოყენებადია. ამიტომ ამ სეგმენტთან ურთიერთობის დასამყარებლად  შეიძლება გამოყენებული იქნას ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და ვირუსული ვიდეოები, რათა დარწმუნდნენ რამდენად პრაქტიკულია  Sun Shine-ის გამოყენება მოგზაურობის დროს.

პროდუქტის პრეზენტაცია

პრეზენტაციისათვის მოეწყობა 1 დღიანი ლაშქრობა თბილისის რომელიმე ნაკრძალში, სადაც მოხდება პროდუქტის წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის. (ეს პრეზენტაცია მოწყობა პირველ სეგმენტისთვის მოწყობილის პარალელურად, იმავე დღეს).

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებაიან სხვადასხვა გარემოს დაცვის ორგანიზაციები და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები – რომლებიც აწყობენ ლაშქრობებს. ასევე მოგზაურები.

გაყიდვები:

პროდუქტის ბრეზენტაციის შემდეგ დაიწყება ,,ინდივიდუალური პაკეტების“ შემუშავება ორგანიზაციებისთვის. შეთავაზებული იქნება შეღავათები კორპორატიული შესყიდვების დროს, განვადებები და მათთვის ხელსაყრელი სხვა პირობები.

მთელი მარკეტინგული სტრატეგია ისე უნდა იქნას დაგეგმილი, რომ მომხმარებელს სისტემატიურად მიეწოდებოდეს მის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, NCIB  მოდელის Sun Shine ტელეფონი იქნება მუდამ აქტუალური და საინტერესო მომხმარებლისთვის. იმისათვის,რომ შენარჩუნებულ იქნას მისი ,,სტატუსი“ , თვეში ერთხელ უნდა მოეწყოს სხვადასხვა მარკეტინგული აქციები, რომლებიც ,,გარემოზე მზრუნველი ადამიანების“ იმიჯს შეეფერება, რათა მოხდეს ტელეფონის იმიჯის განმტკიცება.

პროდუქტის ტელეფონის პრომოუშენის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, რომელიც გაუწევს კონტროლს, თუ რამდენად სწორედ მიმდინარეობს პროდუქტის პრომოუშენი.


ანა დაბრუნდაშვილი

კონკურსი “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია”

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე NCIB თავის ვებ-გვერდზე იწყებს კონკურსს ერთგული მომხმარებელებისთვის – ქართულ ბაზარზე არარსებული პროდუქტისთვის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება განსაზღვრული ბიუჯეტით და განსაზღვრულ ვადებში.

პროდუქტი, რომლისთვისაც კონკურსანტებმა გაყიდვების სტრატეგია უნდა შეიმუშაონ, იქნება მობილური ტელეფონი, რომელიც მზის ენერგიით (დღის სინათლეზე) იტენება.

გამარჯვებულებს NCIB გადასცემს სერტიფიკატებს. კომპანიის რჩეული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის სფეროში. ხოლო ხალხის რჩეულს გადაეცემა პრიზი ფულადი პრემიის სახით (1000 ლარი), რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა გამოყვეს.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია “ბილაინი”.

5-ეულში გასული დანარჩენი 4 კონკურსანტის კანდიდატურას NCIB რეკომენდაციას გაუწევს მსხვილ კომპანიებში.

პროექტის შესახებ ინფორმაცია მუდმივად დაიდება როგორც NCIB-ის ვებ-გვერდზე, ისე მის სოციალურ ბორბალში: facebook, twitter, wordpress, scribed… ინფორმაცია გავრცელდება hr.com.ge-ზე, jobs.ge-ზე და ბიზნეს სასწავლებლებში, რომლებთანაც NCIB მჭიდროდ თანამშრომლობს, აგრეთვე NCIB-ის მუდმივ კლიენტ კომპანიებში.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს დაინტერესებული მომხმარებელი, დანარჩენი კი თვალს მიადევნებს კონკურსის მიმდინარეობას. ხალხის რჩეულის გამოსავლენად საუკეთესო 5-ეულის ნამუშევრების შეფასება შესაძლებელი იქნება NCIB-ის ვებ-გვერდზე ხმის მიცემით.

დ ა ვ ა ლ ე ბ ა:

კონკურსანტებმა უნდა შეიმუშაონ გაყიდვების სტრატეგია წარმოსახვითი და ქართული ბაზრისთვის უჩვეულო პროდუქტისთვის, პირობითად, NCIB ფირმის Sun Shine მოდელის მობილური ტელეფონისთვის.

გაითვალისწინეთ შემდეგი პუნქტები:

• NCIB არის ახალი ბრენდი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
• პროდუქტის თვითღირებულება დისტრიბუტორისთვის საწყობამდე 1500 ლარი; ხოლო გასაყიდი ფასი 3399 ლარი.
• ბიუჯეტი რომლის განკარგვაც შეგიძიათ პროდუქტის ბაზარზე წარმატებით შემოსატანად – 500 000 ლარი;
• გაყიდვის სტრატეგიის განხორციელების ხანგრძლივობა 6 თვე;
• გასაყიდი რაოდენობა 10 000 ცალი;

დავალების შემუშავებისას თემატურ პუნქტებში კონკურსანტები შეზღუდულბი არ არიან. ჩამოაყალიბეთ ნაშრომი თქვენი შეხედულებისამებრ და გადმოაგზავნეთ 1 ნოემბრადმე შემდეგ მისამართზე: info@ncib.ge

შეფასდება როგორც თქვენი პროფესიული ცოდნა ამ სფეროში, ასევე თქვენი კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:

ზოგადი მახასიათებლები:

• ბრენდი: NCIB
• მოდელი: Sun Shine
• კორპუსის ტიპი: კლასიკური
• კორპუსის ფერი : შავი, ლურჯი
• გამოშვების წელი: 2010 აგვისტო
• ზომა: 114 x 58,3 x 10,1 მმ.
• წონა: 90 გ.
• ფასი: 3 399 ლარი
• ეკრანის ტიპი: TFT, მულტისენსორული
• ეკრანის გაფართოება: 240 x 320 პიქსელი ,22 დიუმი
• ფერთა რაოდენობა: 17 000000 ფერი
• სიხშირის დიაპაზონი: HSDPA 850/ 900 / 1900 / 2100) – 10,2 მეგაბითი/წამში;
• GSM 850/900/1800/1900
• ელემენტის სტანდარტი: წყარო მზის ენერგია (დღის სინათლე)
• საუბრის ხანგრძლივობა: GSM – 3:00 სთ; HSDPA (3G) – 0:30 სთ
• ლოდინის ხანგრძლივობა: 200 საათი
• მუსიკალური პლეერის რეჟიმი : 0.5 საათი
• ოპერაციული სისტემა : Symbian OS 9,3.Series 60 rel 3.2
• პროცესორი: ARM 11 600 MHz
• შიდა მეხსიერება: 45 მბ.

გამოძახების სიგნალი :

• პოლიფონიური მელოდიების ჟღერადობა განისაზღვრება 64 პოლიფონიური ერთეულით
• MP3, AAC, MIDI მელოდიების მხარდაჭერა
• ვიბრო-ზარი

მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია:

• ინტერფეისი : WI-FI/WLAN 802.11b/g,microUSB v2.0 , Bluetooth 2.0 с EDR
• ინტერნეტთან კავშირი : HTML, XHTML MP, WML, CSS, HTTP, HTTP, WAP 2.0, GPRS class B, multislot class 32, EDGE class B, multislot class 32, POP/SMTP -კლიენტი
• HSDPA – 10.2 mbps
• მოდემი
• პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაცია
• Nokia -ს ლოკალური რუქები

შეტყობინება:
• SMS
• MMS

ეკრანი:
• ეკრანის ტიპი : TFT- 16777216 ფერი
• გამოსახულება : 240 x 320 პიქსელი

მულტიმედია:
• ფოტოკამერა 3მგპ.
• ღამის გადაღება

აუდიო:
• MP3 – პლეერი : mp3, .wma, .aac, AAC+, eAAC+
• FM-სტერეო რადიო
• დიქტაფონი
• ხმით დარეკვა
• ხმით მართვა
• ხმოვანი თანაშემწე
• 2.5 მმ – audio პორტი

მეხსიერება:
• შიდა მეხსიერება : 45 მგ
• RAM 128 მბ
• დამატებითი მეხსიერების ბარათი : micro SD (TransFlash) მაქსიმუმ 16 გბ

კვების წყარო:

• მზის ენერგია.

სატელეფონო წიგნაკი და ორგანაიზერი:
• ტელეფონის ნომრების წიგნაკი 1000 ნომერის შენახვის საშუალება ტელეფონის შიდა მეხსიერებაში

ორგანაიზერი:
• კალენდარი
• კალკულატორი
• დამგეგმავი
• მაღვიძარა

საკონტაქტო ინფორმაცია:

მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 424 181
ელ–ფოსტა: info@ncib.ge
ვებ–გვერდი: www.ncib.ge
სოციალური ქსელები:
www.facebook.com/ncib.ge
www.twitter.com/ncibge
www.ncib.wordpress.com
www.scribd.com/ncibg