NCIB-მ კონკურსის ფინალისტებს რეკომენდაცია 200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია

NCIB-მ კონკურს “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის” ფინალისტებს რეკომენდაცია  200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია.

 

საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიების HR მენეჯერებს უკვე დეტალური ინფორმაცია აქვთ კონკურსისა და მათი ფინალისტების შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ყველაზე მსხვილი კომპანია  უკვე  დაუკავშირდა კონკურსანტების ნაწილს. ვუსურვოთ მათ წარმატება! მათი ნაშრომების შეფასება კი თქვენც შეგიძლიათ ;)

დაჯილდოებაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა,  NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული, რომელიც  ანაზღაურებადი სტაჟირებით მარკეტინგის სფეროში დაასაქმა, ხოლო საგანმანათლებლო-ტურისტულმა  კომპანია Open World Georgia-მ გამარჯვებული ლონდონში უფასო სწავლების კურსით დააჯილდოვა.

ხალხის რჩეულს, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” – პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი “ცოდნა”, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს.

დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს  ჰიპერმარკეტმა “გუდვილმა”, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა “გაუმ” და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE-მ.

 

კონკურსანტ ანა დაბრუნდაშვილის პროექტი

NCIB მოდელის Sun Shine ტელეფონი


მობილური ტელეფონის მოდელი Sun Shine იტენება მზის ენერგიით. ეს არის ის განსაკუთრებული თვისება, რის მიხედვითაც  უნდა აიგოს გაყიდვების სტრატეგია.

ტელეფონს აქვს მაღალი გასაყიდი ფასი 3399 ლარი – რაც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე პირთათვის.

მზის ბატარეა მობილური ტელეფონისთვის ნაკლებად პრაქტიკულია, რადგან მისი დატენვა ხდება მხოლოდ მზეზე. ამიტომ პროდუქტის პოზიციონირება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი სასურველი გახდეს მომხმარებლისთვის იმიჯის თვალსაზრისით.

ძირითად პოტენციურ მომხმარებლებად უნდა განვიხილოთ ორი კატეგორიის ადამიანები:

  1. მაღალი შემოსავლის მქონე პირები,რომელთათვისაც Sun Shine მოდელის ტელეფონი იმიჯის ნაწილი იქნება
  2. პირები და ორგანიზაციები – რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან და დიდი დროს ატარებენ ბუნებაში (ტურების ორგანიზატორები,მოგზაურები).

 

I სეგმენტი – მაღალი შემოსავლის მქონე პირები


იმისათვის, რათა მოხდეს აღნიშნული სეგმენტის დაინტერესება ჩვენი პროდუქტით, უნდა მოვახდინოთ მათი ფსიქოლოგიური ფაქტორებით მანიპულირება. ასეთი ტიპის ხალხისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმიჯსა და რეპუტაციას, რაც თავის მხრივ იწვევს ბრენდებთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. იმისათვის, რომ მათ შეიძინონ ჩვენი პროდუქტი – გარდა მობილური ტელეფონისა, მათ წილად უნდა ხვდეთ გარკვეული სტატუსი,  რაც შეესაბამება მათ იმიჯს.

NCIB სტატუსი - ვინადიან ჩვენი ტელეფონის განსაკუთრებული თვისება მზის ბატარეაა, უნდა ვაქციოთ ეს შტრიხი განსაკუთრებულ სტატუსად. მზის ენერგია ეს არის ალტერნატიული ენერგიის წყარო. ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ეკოლოგიურად აბსოლიტურად სუფთაა და არ აყენებს ზიანს გარემოს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარემოს დაცვა, ბრძოლა ეკოლოგიისთვის. მსოფლიოს დასავლეთ ნაწილში ბევრმა მსხვილმა კორპორაციამ დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გამოცემა ,,ჯანმრთელ გარემოზე ზრუნვის“ მოტივით (ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონი, ა/მანქანა).

შესაბამისად, NCIB მობილური ტელეფონიც ეკოლოგიურია. მისმა მყიდველმა კი შესაძლოა ტელეფონთან ერთად შეიძინოს ,,დედამიწაზე მზრუნველის“ სტატუსი.

სტრატეგია.

I ეტაპი – ბაზრის მომზადება – ინფორმირება

პროდუქტის შემოსვლამდე უნდა მოხდეს სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება და მომზადება. აქტუალური უნდა გახდეს ეკოლოგიაზე ზრუნვა. გარემოს დაცვა იმ ადამიანთა პრიორიტეტი უნდა გახდეს, ვინც ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია.

ამ იდეის გავრცელება მოხდება სხვადასახვა კუთხით:

სატელევიზიო სიუჟეტები – ტელევიზიის მეშვეობით გავა რამდენიმე სიუჯეტი, რომელთა შინაარსიც შეეხება ალტერნატიულ ენერგიას, მის გამოყენებას საქართველოში.

ბეჭდური პრესა – რომელსაც ჩვენი აუდიტორია იყენებს (მაგალითად, ჟურნალი ,,ბიზნესი“), დაიბეჭდება სტატიები გარემოს დაცვაზე. ეს სტატია უნდა გამოხატავდეს მესიჯს, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულთა ხვედირა.

ბლოგები – ფორუმები – სოციალური ქსელები – ეს საშუალებები სრულიად იქნება  გამოყენებული ჩვენთვის სასურველი იდეების პროპაგანდირებისათვის.

ვირუსული ვიდეოები – გადაღებული იქნება ვიდეოები – რომელიც ასახავს გარემოს, რომელიც ზიანდება ადამიანის მიერ. ასევე ვიდეოებში უნდა ხაზი გაესვას იმ მესიჯს, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულ ადამიანთა ხვედრია. აღნიშნული ვიდეოები გათავსდება ინტერნეტში და გავრცელებულდება.

II ეტაპი

პროდუქტის პრეზენტაციამდე 2 კვირით ადრე ტელევიზიითა და ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდება სარეკლამო რგოლი, რომლის ძირითადი შინაარსიც კვლავ გარემოზე ზრუნვა იქნება. სარეკლამო რგოლებში არ იქნება ნახსენები პროდუქტი. თუმცა რეკლამებს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ორი გმირი – ქალი და კაცი (უცნობი სახეები), რომლების მაღალი საზოგადოების წევრის შთაბეჭდილებას დატოვებენ. ეს გმირები უნდა ასოცირდებოდნენ გარემოზე მზრუნველ წარატებულ ადამიანებად.

პროვოკაციული მერკეტინგ აქცია – სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც იკრიბება ჩვენი სამიზნე სეგმენტი, გამოჩნდებიან ეს ქალი და/ან კაცი (რომლებიც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობენ). ამ გმირმა აუცილებლად უნდა მიიქციონ საზოგადოების ყურადღება (მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაცვით, ან მედიის განსაკუთრებული აქტივობით), თუმცა არავინ იცოდეს ვინ არიან. ამ გმირებს ხელში უნდა ეჭიროთ NCIB ტელეფონი და ძალიან აქტიურად იყენებდნენ მას, ისე რომ ტელეფონმა ყურადღება მიიქციოს.

პროდუქტის პრეზენტაცია

პროდუქტის პრეზენტაცია უნდა მოხდეს ბუნებაში – შაბათ ან კვირა დღეს, სადაც მოწვეული სტუმრები შეძლდებენ დასვენებას. ეს შეიძლება იყოს თბილისთან ახლოს  მდებარე რომელიმე სასტუმრო (მაგალითად სასტუმრო ,,ლოპოტა“), სადაც დილიდან საღამომდე შეეძლებათ სტუმრებს განტვირთვა და ცხადია პრეზენტაციის  მოსმენა.

პრეზენტაციამდე, მოწვეული სტუმრებს მოსაწვევებს უშუალოდ პრომო გოგონები/ბიჭები გადასცემენ. მათ ტანსაცმელზე ან რაიმე აქსესუარზე ექნებათ ჩვენი პროდუქტის ლოგო  და მესიჯი, რომლის ძირითადი შინაარსი იქნება, რომ გარემოზე ზრუნვა წარმატებულთა ხვედრია.

პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ცნობილი სახეები – პოლიტიკის, ბიზნესის და სხვა სფეროებიდან.

პრეზენტაცია ისე იქნება დაგეგმილი, რომ დამსწრე საზოგადოება მიიღებს მაქსიმალური ინფორმაციას ტელეფონის – როგორც smart phone-ისთვისებებზე, ასევე მის ეკოლოგიურ დანიშნულებაზე.

პროდუქტის ბაზარზე შემოსვლა

პროდუქტის ბაზარზე შემოსვლა პრეზენტაციის შემდეგ ორშაბათ დღეს მოხდება. იმავე დღეს ტელევიზიით გავა სიუჟეტი მისი პრეზენტაციისა და ბაზარზე გასვლის შესახებ. იმავე დღიდან ტელევიზიით გავა რეკლამები იმავე გმირების მონაწილეობით,  რომლებიც ეკოლოგიას უწევდნენ პროპაგანდას. ამჯერად მოხდება ტელეფონის რეკლმირება. რეკლამაში გარდა მისი ეკოლოგიური ფუნქციისა ხაზგასმული იქნება თავად ტელეფონის – როგორც საუკეთესო smart phone-ის თვისებები. ასევე რეკლამაში გაჟღერდება ინფორმაცია,რომ ყოველი შეძენილი ტელეფონის საფასურიდან – 3400 ლარიდან 1 ლარი გადაირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ეკოლოგიური პრობლემის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ტელეფონის ბაზარზე გასვლის მეორე დღიდან ფორუმებზე,  ბლოგებსა და სოციალურ ქსელებზე დაიწყება  ტელეფონის განხილვა, მისი როგორც smart phone-ის და ასევე განხილული იქნება ყოველი წარმატებული ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ.

მარკეტინგული აქციები:

ტელეფონის ბაზარზე შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ტიპის აქციები. შეიქმნება სპეციალური ,,პაკეტები“, რომელსაც NCIB ტელეფონის შეძენის შემთხვევაში მყიდველი მიიღებს საჩუქრად. ეს შეიძლება იყოს როგორც სასაუბრო წუთები, უფასო ინტერნეტი, მოსაწვევი სხვადასხვა ღონისძიებებზე და ა.შ. მსგავსი აქციები 1 თვის განმავლობაში გასტანს.

 

II სეგმენტი – პირები და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ეკოლოგიასთან და მოგზაურობასთან

აღნიშნული სეგმენტისთვის ცნობილია ტელეფონის ეკოლოგიური მნიშვნელობა. ხოლო ტელეფონის უნიკალური თვისება – მზის ბატარეა მათთვის პრაქტიკულად გამოყენებადია. ამიტომ ამ სეგმენტთან ურთიერთობის დასამყარებლად  შეიძლება გამოყენებული იქნას ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და ვირუსული ვიდეოები, რათა დარწმუნდნენ რამდენად პრაქტიკულია  Sun Shine-ის გამოყენება მოგზაურობის დროს.

პროდუქტის პრეზენტაცია

პრეზენტაციისათვის მოეწყობა 1 დღიანი ლაშქრობა თბილისის რომელიმე ნაკრძალში, სადაც მოხდება პროდუქტის წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის. (ეს პრეზენტაცია მოწყობა პირველ სეგმენტისთვის მოწყობილის პარალელურად, იმავე დღეს).

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებაიან სხვადასხვა გარემოს დაცვის ორგანიზაციები და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები – რომლებიც აწყობენ ლაშქრობებს. ასევე მოგზაურები.

გაყიდვები:

პროდუქტის ბრეზენტაციის შემდეგ დაიწყება ,,ინდივიდუალური პაკეტების“ შემუშავება ორგანიზაციებისთვის. შეთავაზებული იქნება შეღავათები კორპორატიული შესყიდვების დროს, განვადებები და მათთვის ხელსაყრელი სხვა პირობები.

მთელი მარკეტინგული სტრატეგია ისე უნდა იქნას დაგეგმილი, რომ მომხმარებელს სისტემატიურად მიეწოდებოდეს მის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, NCIB  მოდელის Sun Shine ტელეფონი იქნება მუდამ აქტუალური და საინტერესო მომხმარებლისთვის. იმისათვის,რომ შენარჩუნებულ იქნას მისი ,,სტატუსი“ , თვეში ერთხელ უნდა მოეწყოს სხვადასხვა მარკეტინგული აქციები, რომლებიც ,,გარემოზე მზრუნველი ადამიანების“ იმიჯს შეეფერება, რათა მოხდეს ტელეფონის იმიჯის განმტკიცება.

პროდუქტის ტელეფონის პრომოუშენის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, რომელიც გაუწევს კონტროლს, თუ რამდენად სწორედ მიმდინარეობს პროდუქტის პრომოუშენი.


ანა დაბრუნდაშვილი

კონკურსანტ სანდრო სულაბერიძის პროექტი

სანდრო სულაბერიძე

შესავალი

ჰიპოთეტური პროდუქტი Sun Shine–ი ნამდვილად ინოვაციურია და თავის კლასში ერთადერთია, თუმცა ისიც მობილური ტელეფონია და ე.ი კონკურენტები მრავლად ჰყავს, რომელთაგან ბევრი ძლიერიც არის. ეკონომიკური კრიზისი მძიმე დაღს ასვამს მთლიანად ბაზარს, როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ მასშტაბებში, მაგრამ ჩემი აზრით 500.000 ლარით და სწორად გათვლილი გაყიდვების კამპანიით Sun Shine – ს აქვს შანსი.

მარკეტინგული მეთოდები

სანამ დავიწყებდეთ გაყიდვების სტრატეგიის განხილვას საჭიროა Sun Shine – ის გამოკვლევა რამდენიმე მარკეტინგული “ხელსაწყოთი”, რომ გავერკვეთ შემდეგ რა სეგმენტი ავირჩიოთ და რას უნდა ველოდოთ გაყიდვების დაწყებისას, ესენია SWOT ანალიზი, პოზიციონირების რუქა და პროდუქტის მოწიფულობის ციკლი.

SWOT ანალიზი
SWOT ანალიზისათვის მე გამოვიყენეSun Shine – ის ფიზიკური მახასიათებლები: ფასი, საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, მობილური ტელეფონის ბაზრის მდგომარეობა, კონკურენტები და მობილური ტელეფონის დისტრიბუტორები და მივიღე შემდები სურათი.

ვთლი რომ Sun Shine–ის საცალო გასაყიდი ფასი ძალიან მაღალია და მრავალი პოტენციური კლიენტი უარს იტყვის მის ყიდვაზე მიუხედავათ იმისა რომ იტენება მზის სინათლით, ეკონომიკური კრიზისი ასევე არ განაწყობს ხალხს იმისათვის რომ ზედმეტი ფული დახარჯონ, და რეალურად არავაითარი ეკონომია არ კეთდება დენის მოხმარებაზე რადგან ნებისმიერი თანამედროვე მობილური ხარჯავს 5W დატენვივსას ანუ 0.0008 ლარს, საშუალოდ მომხმარებელი ტენის თავის მობილურ ტელეფონს 3 დღეში ერთხელ ე.ი წელიწადში ხარჯავს მიახლოებით 10 თეთრს მობილური ტელეფონის დატენვაზე, იყიდო 3399 ლარიან ტელეფონი იმისათვის რომ ყოველ წელს გააკეთო 10 თეთრის ეკონომია არ არის რაციონალური და მომხმარებლები ძალიან მალე მიხვდებიან ამას. ბაზარზე არის ბევრი სხვა ბრენდი რომელიც უფრო იაფად ყიდის თავის ტელეფონებს და უფრო დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ, თუმცა მობილური ტელეფონების ბაზარზე დარჩენილი აუთვისებელი ნიშები, ძლიერი დისტრიბუტორთან პარტნიორობა, ზუსტად შერჩეული სეგმენტი და კარგათ გათვლილი სარეკლამო კამპანია Sun Shine–ს აძლევს შანსს მოიპოვოს თავისი ადგილი ბაზარზე.

პოზიციონირების რუქა
პოზიციონირების რუქა გვაჩვენებს ორი მონაცემის მიხედვით სად მდებარეობს Sun Shine–ი და სად მისი კონკურენტები. მე ავირჩიე “ფასი” და “ფუნქიონალურობა – ფუფუნების საგანი”. პოზიციონირების რუქა ძალიან დაგვეხმარება სასურველი სეგმენტის არჩევაში.

 

პროდუქტის მოწიფულობის ციკლი
გაყიდვების დაწყებიდან 3 – 4 თვე Sun Shine-ი იქნება “ბაზარზე წარდგენის ეტაპზე”. ამ პერიოდში საჭირო იქნება ძლიერი სარეკლამო კამპანია, სხვადასხვა სარეკლამო საშუალება უნდა ჩაერთოს რომ პოტენციურმა მყიდველებმა მიაქციონ ახალ პროდუქტს ყურადღება, ამ პერიოდში გაყიდვები იქნება დაბალი ხოლო დანახარჯები მაღალი. შემდეგი 2 თვე Sun Shine–ი გადავა “ზრდის პერიოდში”, გაყიდვები დაიწყებს სწრაფად ზრდას, შესაძლებელი იქნება სარეკლამო კამპანიის შეზღუუდვა რადგან მომხმარებლები თვითონ გაავრცელებენ ინფორმაცია პროდუქტის ვარგისიანობაზე.

გრაფიკზე  არის პროდუქტის მყიდველთა რაოდენობა ხოლო არის პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

 

ბაზრის სეგმენტაცია


განვიხილოთ სეგმენტები რომლებისთვისაც შეიძლება Sun Shine–ის შეთავაზება ფასის და მახასიათებლების გათვალისწინებით, მე ესეთი მესახება 8.

1.    მწვანეები.
2.    ინოვატორები.
3.    მოზარდები.
4.    ბიზნესმენები (მაღალი დონის მენჯერები და კომპანიის მფლობელები).
5.    აქტიური ცხოვრების მიმდევრები.
6.    საშუალო დონის მენეჯერები.
7.    კომუტატორები.
8.    ლუქსი.

ერთი შეხედვით გვაქვს 8 მიზნობრივი ბაზარი თუმცა რეალურად მხოლოდ 2 – ზე ბიზნესმენების და ლუქს სეგმენტზე ღირს პოზიციონირება.

მიუხედავათ იმისა რომ “მწვანე” ტექნოლოგიების მოყვარულები წესით ყველაზე სასურველი სეგმენტი უნდა იყოს, მათი ხვედრითი წილი საქართველოს ბაზარზე უმნიშვნელოა და ახლო მომავალშიც ასე დარჩება.

ინოვატორებს  მოსწონთ ყველაფერი ახალი და განსხვავებული, ისინი არიან გაყიდვების მამოძრავებელნი როდესაც პროდუქტი წარდგენის ეტაპზეა და დიდად დაეხმარებოდნენ  Sun Shine–ის გაყიდვებს პირველ თვეებში მაგრამ ეკონომიკური კრიზისი აიძულებს მომხმარებლებს უფრო დიდხანს იხმარონ უკვე ნაყიდი პროდუქტები და არ “გარისკონ”.

მოზარდები არ აიღებენ მობილურ ტელეფონს რომელსაც მხოლოდ 30 წუთი შეუძლია მუსიკის დაკვრა, თანაც ბევრი მშობელი, თუნდაც შეძლებული არ უყიდის თავის მოზარდ შვილს 3399 ლარიან მობილურ ტელეფონს მის მაგივრად საუკეთესო შემთხვევაში 2500 ლარიან iPhone–ს უყიდიან.

აქტიური ცხოვრების მიმდევრები არ აირჩევენ Sun Shine-ს რადგან მიუხედავათ იმისა რომ არ ჭირდება ქსელში მიერთება დატენვისთვის ის არ არის აწყობილი გამძლე მატერიალებისგან და ვერ გაუძლებს ექსტრემალურ პირობებს.

საშუალო დონის მენეჯერები ვერ იყიდიან ასეთ ძვირ ტელეფონს და განვადების მიუხედავათ ამჯობინებენ 2000 ლარით იაფ  Blackberry – ს ან სხვა ბრენდების უფრო იაფ მობილურ ტელეფონებს.

კომუტატორების ხვედრითი წილიც ძალიან მცირეა საქაღტველოში და ვერც ისინი მისცემენ თავს იმის უფლებას რომ 3399 ლარიანი ტელეფონი იყიდონ.

ბიზნესმენების სეგმენტში Blackberry ძლიერ კონკურენციას გაუწევს Sun Shine–ს რადგან ეს ბრენდი 10 წელზე მეტია რაც ჩამოყალიბდა როგორც ბიზნესმენების “მობილური ოფისი” მაგრამ მათ ვისაც ჭირდებათ რომ მობილური ყოველთვის მზად იყოს დასარეკად, ვინც ბევრ დროს ატარებს მგზავრობაში და ვისთვისაც “დრო მართლა ფულია” მეტ წილად გადმოიხრებიან Sun Shine – სკენ. ამ სეგმენტში ჩვენ შეგვიძლია დავიპყროთ მისი ზედა ნაწილი.

ლუქს სეგმენტში ჩვენი კონკურენტი არის 12000 ლარიანი Vertu Signature. მაგრამ ამ სეგმენტში ჩვენ  გვაქვს 2 უპირატესობა: პირველი არის ის რომ საქართველოს ბაზარზე Vertu შემოდის ძალიან მცირე რაოდენობით, მთელ ქვეყანაში ის იყიდება მოხოლოდ 1 მაღაზიაში Albatros Delux – ში; მეორე უპირატესობა გახლავთ ის რომ საქართველოში ისინიც კი ვისაც სურთ საუკეთესო პროდუქცია და მომსახურება არ არიან ყოველთვის მზად გადაიხადონ 12000 მობილურ ტელეფონში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ Sun Shine – ს ლუქს ტელეფონად წარმოჩენისათვის საჭირო იქნება ძლიერი და ზეზუსტად შერჩეული სარეკლამო კამპანია, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ლუქს კლასის ნაწილის დაპყრობას.

Sun Shine–ის სამიზნე სეგმენტი არის მაღალი შემოსავლის მქონე ბიზნესმენები, რომლებისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი ხარვეზი ბიზნესის კეთების დროს. თავიანთი მაღალი სტატუსის საჩვენებლად ძვირ პრდუქციას ირჩევენ.

პარტნიორი დისტრიბუტორის არჩევა

რადგან NCIB–ის გადაწყვეტილი აქვს არ შექმნას თავისი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი და ამის ნაცვლად  გაყიდოს Sun Shine-ი სხვა დისტრიბუტორების მეშვეობით, NCIB – მა უნდა აირჩიოს ისეთი დისტრიბუტორი რომელსაც აქვს მრავლი გასაყიდი წერტილი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, აქვს მაღაზიები საქართველოს სხვა ქალაქებში, არის მომხმარებლისათვის ცნობილი და მისდამი კმაყოფილნი, ვაჭრობის მთავარ პროდუქტს წარმოადგენს მობილური ტელეფონები, აქვს ტელეფონების დიდი არჩევანი, აქვს რამდენიმე hi – end მობილური ტელეფონი მაინც, ასეთად მე მიმაჩნია “მობი” და “ტელეფონი” თუმცა ორივე ვერ გახდება პარტნიორი, რადგან NCIB-სგან მოითხოვენ ექსკლუზიურ პარტნიორობას, ასეთ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს “მობიზე” რადგან ის ცოტათი უფრო პოპულარული და ცნობადია ვიდრე “ტელეფონი” და ამასთან უფრო მეტი მაღაზია აქვს თბილისის ცენტრალურ რაიონებში, სადაც Sun Shine-ის საუსრველი სეგმენტის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი იყრის თავს.

სარეკლამო კამპანია

იმისათვის რომ ჩავატაროთ ეფექტური სარეკლამო კამპანია საჭიროა მისი 5 ნაწილად გაყოფა.

I.    ტელევიზიით რეკლამირება
II.    პრეზენტაციის მოწყობა.
III.    ბანერები
IV.    ბეჭვდური მედიით რეკლამირება.
V.    ექსპოზიციებზე დასწრება.

გაყიდვების დაწყებამდე 1 კვირით ადრე უნდა დაიწყოს სარეკლამო კამპანია სატელევიზიო არხებზე რეკლამირებით.  “რუსთავი 2 – ის”, “იმედის” და/ან “1 არხის” პრაიმტაიმში უნდა გაკეთდეს teaser და დაანონსდეს რომ მზადდება ახალი მობილური ტელეფონის პრეზენტაცია.

გაყიდვებამდე 1 დღით ადრე რომელიმე რესპექტაბელურ ღამის კლუბში ან სასტუმროში უნდა ჩატარდეს Sun Shine–ის პრეზენტაცია სადაც მიწვეული იქნება ნაღები საზოგადოება, პრეზენტაცია უნდა გაშუქდეს წამყვანი ტელევიზიების ეთერით.

მე მოვიძიე ინფორმაცია მიახლოებით რამდენი დაჯდება ასეთი პრეზენტაცია, რომ მოვაწყოთ კარგათ გაფორმებული 300 კაციანი პრეზენტაცია, პრესტიჟულ სასტუმროში ან კლუბში დაგვჭირდება მიახლოვებით 1300 ლარი.

გაყიდვების დაწყებასთან ერთად “რუსთავი 2 – ის”, “იმედის” და/ან “1 არხის” პრაიმტაიმში 2 კვირის განმავლობაში უნდა გავიდეს Sun Shine–ის სრულფასოვანი რეკლამა. სატელევიზიო რეკლამის პარალელურად NCIB–მა უნდა დაიწყოს ბანერების გამოყენება ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე, და ქალაქის შემოსასვლელ ტრასებზე, სასურველია ჩამოთვლილთაგან აირჩეს 5 – 6 ადგილი მაინც: ჭავჭავაძე, რუსთაველი, გამსახურდია ან ვაჟა ფშაველა, კოსტავა, ასევე სანაპირო და აღმაშენებლის ხეივანი. ბანერებზე რეკლამირება უნდა გაგრძელდეს 3 თვე. ჩემი დათვლებით ეს დაჯდება საშუალოდ 22000 ლარი.

8 – 11 დეკემბერს Expo Georgia ატარებს გამოფენას რომელიც მიეძღვნება ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, აუცილებელია რომ Sun Shine წარმოჩენილი იყოს ამ გრანდიოზულ გამოფენაზე.

დარჩენილი 3 თვე რეკლამირება უნდა გაგრძელდეს ისეთ ჟურნალებში როგორიც არის “ამარტა”, “ცხელი შოკოლადი”, “სითი”, Griffin,,  “ათიანი”, Rendez – vous   და ა.შ. 2 ან 3 სრულიად საკმარისია. ძემოდ ხსენებული ჟურნალები ავირჩიე იმიტომ რომ ისინი გადიან ლუქს სეგმენტზე აქვე შეგვიძლია დავამატოთ ერთადერთი პოპულარული ბიზნეს გამოცემა, Financial. ჟურნალში უნდა ავირჩიოთ ყველაზე მეტად ნახვადი გვერდი ანუ წინა ყდის შლა.  ჩემი გათვლებით ეს დაჯდება საშუალოდ 8000 ლარი.

თუ სარეკლამო კამპანია იქნება დაგეგმილი ასეთი სახით მაშინ NCIB შეძლებს მაქსიმალურად მიწვდეს თავის სეგმენტს და 6 თვის განმავლობაში დარჩეს ყურადღების ცენტრში.

დასკვნა

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად რომ Sun Shine–ი არ იქნება წამგებიანი პროდუქტი, მოხლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორად აირჩევა,სეგმენტი, დისტრიბუტორი და სარეკლამო კამპანია ზუსტად იქნება სეგმენტზე მორგებული.

შენიშვნა

 

ყველა ფასები მოძიებულია ბაზარზე და წარმოადგენს სხვადსხვა პროდუქტის და/ან სერვისის მომწოდებლების ფასების არითმეტიკულ საშუალო რიცხვს.

კონკურსანტ ნათია ხუჭუას პროექტი

ნათია ხუჭუა


„sun shine“  მოდელის გაყიდვების სტრატეგია

 

საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებია უსწრაფესი ტემპით ვითარდება, იგი წამყვან პოზიციებს იკავებს მსოფლიო რეიტინგებში, ეკონომიკის მზარდი მაჩვენებლის მხრივ. როგორც ყველა განვითარებადი ქვეყანა, საქართველოც ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს.  როდესაც ქვეყანა გავნვითარების სტადიაშია, ნელ-ნელა თანამედროვე ტექნოლოგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. სიახლეები ვრცელდება ყველა მიმართულებით, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ მობილურ ტელეფონებზე. თანამედროვე ბრენდები ჩვენს ბაზარზე წარმატებით ახორციელებენ მოღვაწეობას: sony ericsson, nokia, iPhone, samsung და ა.შ.  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფირმების უახლესი მოდელები, ყველა თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

რადგანაც ტექნიკა ელვის სისწრაფით ვითარდება, მე მინდა წარმოგიდგინოთ სრულიად ახალი ბრენდი „NCIB“, რომლის მობილური ტელეფონი, მოდელით „sun shine“  არის ახალი სიტყვა, ფიჭური კავშირების სფეროში. იგი არამცთუ პასუხობს თანამედროვე ყველა მოთხოვნებს, სარგებლობს სვხა დანარჩენ მოდელებზე პრივილეგიით. იგი თვითდამტენი სისტემით არის აღჭურვილი და მისი ელემენტი, მზის ენერგიით იტენება. მოდელმა „sun shine“ შეიძლება ფართო დამკვიდრება პოვოს სხვადასხვა სფეროში.

 

გთავაზობთ შემდეგ მონაცემებს:

ზოგადი მახასიათებლები:

 

  • ბრენდი: NCIB
  • მოდელი: Sun Shine
  • კორპუსის ტიპი: კლასიკური
  • კორპუსის ფერი : შავი, ლურჯი
  • გამოშვების წელი: 2010 აგვისტო
  • ზომა: 114 x 58,3 x 10,1 მმ.
  • წონა: 90 გ.
  • ფასი: 3 399 ლარი
  • ეკრანის ტიპი: TFT, მულტისენსორული
  • ეკრანის გაფართოება: 240 x 320 პიქსელი ,22 დიუმი
  • ფერთა რაოდენობა: 17 000000 ფერი
  • სიხშირის დიაპაზონი: HSDPA 850/ 900 / 1900 / 2100) – 10,2 მეგაბითი/წამში;
  • GSM 850/900/1800/1900
  • ელემენტის სტანდარტი: წყარო მზის ენერგია (დღის სინათლე)
  • საუბრის ხანგრძლივობა: GSM – 3:00 სთ; HSDPA (3G) – 0:30 სთ
  • ლოდინის ხანგრძლივობა: 200 საათი
  • მუსიკალური პლეერის რეჟიმი : 0.5 საათი
  • ოპერაციული სისტემა : Symbian OS 9,3.Series 60 rel 3.2
  • პროცესორი: ARM 11 600 MHz
  • შიდა მეხსიერება: 45 მბ.

 

 

გამოძახების სიგნალი :

  • პოლიფონიური მელოდიების ჟღერადობა განისაზღვრება 64 პოლიფონიური ერთეულით
  • MP3, AAC, MIDI მელოდიების მხარდაჭერა
  • ვიბრო-ზარი

 

მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია:

 

  • ინტერფეისი : WI-FI/WLAN 802.11b/g,microUSB v2.0 , Bluetooth 2.0 с EDR
  • ინტერნეტთან კავშირი : HTML, XHTML MP, WML, CSS, HTTP, HTTP, WAP 2.0, GPRS class B, multislot class 32, EDGE class B, multislot class 32, POP/SMTP -კლიენტი
  • HSDPA – 10.2 mbps
  • მოდემი
  • პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაცია
  • Nokia -ს ლოკალური რუქები

 

შეტყობინება:

  • SMS
  • MMS

 

ეკრანი:

  • ეკრანის ტიპი : TFT- 16777216 ფერი
  • გამოსახულება : 240 x 320 პიქსელი

 

 

მულტიმედია:

  • ფოტოკამერა 3მგპ.
  • ღამის გადაღება

 

აუდიო:

  • MP3 – პლეერი : mp3, .wma, .aac, AAC+, eAAC+
  • FM-სტერეო რადიო
  • დიქტაფონი
  • ხმით დარეკვა
  • ხმით მართვა
  • ხმოვანი თანაშემწე
  • 2.5 მმ – audio პორტი

 

მეხსიერება:

  • შიდა მეხსიერება : 45 მგ
  • RAM 128 მბ
  • დამატებითი მეხსიერების ბარათი : micro SD (TransFlash) მაქსიმუმ 16 გბ

 

კვების წყარო:

  • მზის ენერგია.

 

სატელეფონო წიგნაკი და ორგანაიზერი:

  • ტელეფონის ნომრების წიგნაკი 1000 ნომერის შენახვის საშუალება ტელეფონის შიდა მეხსიერებაში

 

ორგანაიზერი:

  • კალენდარი
  • კალკულატორი
  • დამგეგმავი
  • მაღვიძარა

 

საჭიროა საუკეთესო კომბინაციის პოვნა, კერძოდ: თანმიმდევრული რეკლამირება, ბრენდის გრძელვადიანი ფასეულობის შექმნისა და მომხმარებელში უპირატესობის მოპოვების მიზნით და გაყიდვების სტიმულირება, მოკლევადიანი სავაჭრო მხარდაჭერისა და მომხმარებლის აღფრთოვანებისთვის. კომპანიამ მიწოლის და მოქაჩვის სტრატეგიების ელემენტები უნდა გააერთიანოს ინტეგრირებულ სტიმულების პროგრამაში, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მომხმარებელთა და საცალო  მოვაჭრეთა მომენტალურ მოთხოვნებს, ისე გრძელვადიანი სტრატეგიების საჭიროებებს. სადაც მიწოლის სტრატეგია გულისხმობს პროდუქტზე „მიწოლას’’ ანუ მისი წინსვლის ხელშეწყობას სადისტრიბუციო არხებში საბოლოო მომხმარებლამდე. მწარმოებელი მთელ თავის მარკეტინგულ ძალისხმევას(ძირითადად, პერსონალურ გაყიდვასა და გამოფენებზე პროდუქციის გატანას) მიმართავს ამა თუ იმ შუამავალი ორგანიზაციისკენ, რათა მათ შეიძინონ და გაავრცელონ პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე. მოქაჩვის სტრატეგიის გამოყენებისას, მწარმოებელი თავის მარკეტინგულ ძალისხმევას (ძირითადად, რეკლამასა და მომხმარებელთა სტიმულირებას) მიმართავს საბოლოო მომხმარებლისაკენ, რათა ამ უკანასკნელს პროდუქტის ყიდვისაკენ უბიძგოს.  თუ მოქაჩვის სტრატეგია ეფექტურია, მომხმარებლები შემდგომ, თვითონ მოითხოვენ პროდუქტის ბითუმად და საცალოდ მოვაჭრეებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, მას მწარმოებლებს მოსთხოვენ.

 

 

 

გაყიდვების სტიმულირება უზრუნველყოფს  გადამყიდველთა მოკლევადიან მხარდაჭერასა და მომხმარებლებზე გაყიდვებს, რეკლამირება კი _ ბრენდის კაპიტალის ხანგრძლივობასა და მომხმარებლის ნდობას.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ, დღესდღეობით მომხმარებელთა 60% მაღაზიებში საყიდლებზე წასვლისას, ნაკლებად ფიქრობს რომელიმე კონკრეტულ ბრენდზე. ამ დროს მომხმარებელზე მეტ ზეგავლენას ახდენს სპეციალური ფასები, ფასდაკლებები და კუპონები, ვიდრე თავად ბრენდი. მარკეტინგის ცნობილი კონსულტანტი ჯეკ ტრაუტი გვაფრთხილებს, რომ მუდმივი ფასდაკლებით კომპანია შეიძლება თვითლიკვიდაციამდე მივიდეს. მრავალმა კომპანიამ ფასდაკლებები ჩვეულებრივ საქმიანობად გახადა.  ჩვენც გამოვიყენებთ ფასდაკლებას შემდეგნაირად: ყოველი მეათე მობილური გაიყიდოს 70%_იანი ფასდაკლებით.

ასევე შეგვიძლია ხელშეკრულება გავაკეთოთ ბანკთან, რომელიც  დათანხმდება განვადებით მიაწოდოს მოცემული პროდუქტი მომხმარებელს, შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს უფასო სერვისი, თუ მობილური ტელეფონი დაზიანდა, 6 თვიანი გარანტიით.

NCIB _ არის როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ახალი ბრენდი. შესაბამისად მომხმარებლისთვის არ არის ცნობილი მის შესახებ. ჩვენი მიზანია საბოლოო მომხმარებელს წარუდგინოთ ამ ახალი ბრენდის, კონკრეტული მოდელის შესახებ და მოვახდინოთ მისი შემდგომი რეალიზაცია.  გთავაზობთ მოკლე გეგმას თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გაყიდვა:

1.      ბუკლეტები და პოსტერები

2.      პლაკატები

3.      რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში

4.      პრესა

5.      ტელევიზია

6.      მაღაზიები

7.      ინტერნეტი

 

1.                  კომპანია NCIB_ის დაკვეთით შევქმნათ ბუკლეტები და პოსტერები, რომლებზეც მითითებული იქნება აპარატის მონაცემები, ფასი და მისი უპირატესობები. ბუკლეტები და პოსტერები უფასოდ დაურიგდება მოსახლეობას, მეტროებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სპეციალურად შერჩეული გაყიდვების აგენტების მიერ.

2.                  შეიქმნება პლაკატები, რომლებიც გამოიკვრება ქუჩებში, მეტროებსა და ავტობუსებში, რათა მოსახლეობისთვის ცნობილი გახდეს კომპანია NCIB_ის შესახებ.

3.                  გამოვიყენებთ სარეკლამო დროს ტელევიზიასა და რადიოში. რეკლამა იქნება მოკლე და კონკრეტული. ძირითადი აქცენტი გაკეთდება მონაცემებზე და უპირატესობაზე.

4.                  კომპანია NCIB_ში მივიწვევთ ჟურნალისტებს პრესიდან, რომლებიც დაწერენ სტატიებს და განათავსებენ რეკლამებს, ჟურნალებსა თუ გაზეთებში.

5.                  მოვიწვევთ ტელე-ჟურნალისტებს, რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს კომპანიას. შესაბამისად გაკეთდება რეპორტაჟები.

6.         შეძლებისდაგვარად შევთავაზებთ მოცემულ მოდელს მაღაზიებს როგორც       საქართველოში ასევე მის გარეთ, და  გავაფორმებთ ხელშეკრულებას იმათთან, ვინც დაეთანხმება ჩვენს პირობებს.

7.         შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია ინტერნეტში, სხვადასხვა საიტებზე, მაგ. Mymobile.ge , და ასევე რეკლამა გავაკეთოთ ისეთ საიტებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს, ასევე წარმატებული იქნებოდა რეკლამის გაკეთება facebook.com, odnoklassniki.ru_ ზე, სადაც ყოველ დღე უამრავი ქართველი შედის და ასევე უცხოელიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი _  www.ncib.ge, სადაც გამოკვეთილად იქნება წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, თავისი სრული ინფორმაციით, და ონლაინ-ინფორმატორი, ნებისმიერს ვინც ესტუმრება ამ საიტს, და ექნება გარკვეული კითხვები მობილურ ტელეფონზე, შეუძლია მიიღოს პასუხი იმ წამსვე ან მაქსიმუმ 5 წუთში.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ მედია საშუალებას გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
ჩვენს შემთხვევაში შეტყობინება მოიცავს დიდი რაოდენობით ტექნიკურ მონაცემებს, რაც უმეტესწილად მოითხოვს ჟურნალებს, ონლაინ რეკლამას ან ვებ-გვერდს. ღირებულება კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია მედია არჩევანში. მაგალითად, ტელერეკლამა ძალზედ ძვირი ჯდება მაშინ, როდესაც გაზეთისა თუ რადიო რეკლამის ხარჯი გაცილებით მცირეა, მაგრამ, სამაგიეროდ, იგი ნაკლები რაოდენობის მომხმარებელს წვდება. უნდა გავითვალისწინოთ როგორც მედია საშუალების გამოყენების მთლიანი ხარჯი, ისე ხარჯი ერთ მნახველზე, სპეციფიკურ მიზნობრივ მყიდველამდე მიღწევის მიზნით.

გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებები განიცდიან დიდ ზრდას. კომპანიის შიგნით, პროდუქტის მენეჯერები განიცდიან დიდ ზეწოლას, რათა გაზარდონ მიმდინარე გაყიდვების მაჩვენებლები. მენეჯერები კი სტიმულირებას განიხილავენ, როგორც გაყიდვების ეფექტურ იარაღს. კომპანიები სულ უფრო დიდი კონკურენციის წინაშე დგებიან. ამას თან ერთვის ის ფაქტი, რომ კონკურენტი ბრენდები ნაკლებად განხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩვენი ბრენდი კი საკმაოდ უნიკალურია, რომლის უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ის მზეზე იტენება. ეს დიდი შეღავათია საქმიანი ხალხისთვის, რომლებიც უმეტეს დროს დღის განმავლობაში გარეთ ატარებენ, ან საქმიან შეხვედრებზე და ასევე ტელეფონზე საუბრით. ასევე ეს ძალიან გამოადგება სპორტის მოყვარულ ხალხს, რომლებიც მთებში ატარებენ ძირითად დროს, სადაც არ აქვთ მობილურის დამტენის გამოყენების საშუალება. ასევე ბუნების მოყვარული ხალხი, განსაკუთრებით ზაფხულში, კარვებით სადმე მთებში ისვენებენ მეგობრებთან ერთად.

 

 

გაყიდვების სტიმულირების მიზნების მიღწევისათვის მრავალი საშუალების გამოყენება შეგვიძლია.

მომხმარებელთა სტიმულირების საშუალებები:

პრემია –  უფასოდ ან დაბალ ფასაც შევთავაზოთ პროდუქტი, მისი ყიდვის წახალისების მიზნით, დაწყებული სათამაშოებით და წიგნებით, სატელეფონო ბარათებით დამთავრებული.

სარეკლამო ატრიბუტიკა – (იგივე მასტიმულირებელი პროდუქტი)  ესა თუ ის ნივთი, რომელზედაც დატანილი იქნება ჩვენი კომპანიის სახელი და რომელიც საჩუქრის სახით გადაეცემა მომხმარებელს. ეს შეიძლება იყოს კალმები, კალენდრები, გასაღების ჩამოსაკიდებლები, მაისურები, კეპები, ყავის ჭიქები და სხვა. ასეთი ნივთების დარიგება ყოველთვის ძალზედ ეფექტურია.
სპეციალური ჯილდო –  შეიძლება იყოს ნაღდი ფული ან სხვა რაიმე სარგებელი, რომელიც მომხმარებელს გადაეცემა ჩვენი პროდუქტის სარგებლობისათვის.

შესყიდვის ადგილზე სტიმულირება – ანუ საცალო ვაჭრობის ადგილას განთავსებული სადემონსტრაციო მასალა, რომელიც რეკლამირებას გაუკეთებს ჩვენს პროდუქტს და ხელს შეუწყოს მის იმპულსურ ყიდვას. სარეკლამო მასალა შეიძლება განვათავსოთ ფანჯარაზე, დახლზე, იატაკზე, კედელზე. ეს ასევე შეიძლება იყოს დასადგმელი ან კედლის პლაკატი.

ვაჭრობის სტიმულირების საშუალებები:
გაყიდვების სტიმულირებისათვის გაწეული ხარჯებიდან, საცალო და ბითუმად მოვაჭრეების სტიმულირებაზე გაცილებით მეტი მიდის (78%), ვიდრე უშუალოდ მომხმარებელზე (22%).  ვაჭრობის სტიმულირებას გადამყიდველი შეუძლია დაარწმუნოს, შეიძინოს ესა თუ ის ბრენდი, მისცეს მას ადგილი თაროებზე, გაუკეთოს სტიმულირება რეკლამის საშუალებით და, რაც მთავარია, აყიდინოს მომხმარებელს. ბოლო დროს, ადგილი გადამყიდველთა თაროებზე ისეთი დეფიციტური გახდა, რომ მწარმოებლებს ხშირად უწევთ ფასდაკლებების, გარანტიებისა და უფასო საქონლის უზრუნველყოფა საცალო და ბითუმად მოვაჭრეებისათვის, რათა პროდუქტმა დაიკავოს ადგილი შესაბამის თაროზე და სათანადო ხნით დარჩეს იქ.

ჩვენ გადამყიდველს შეგვიძლია შევთავაზოთ პირდაპირი ფასდაკლება დადგენილ პერიოდში გაკეთებულ ყოველ შენაძენზე. ასევე შეგვიძლია შეღავათების მიცემა სანაცვლოდ იმისა, რომ საცალო მოვაჭრე, გარკვეული სახით, დაგვეხმარება პროდუქტის სტიმულირებაში. სარეკლამო შეღავათი – საცალო მოვაჭრეს კომპენსაცია გავუკეთოთ პროდუქტის რეკლამირებისათვის, საგამოფენო შეღავათი კი – სავაჭრო ადგილის სხვადასხვა სანახაობრივი მასალით გაფორმებისათვის.

საცალო მოვაჭრეებს, მომხმარებლის სტიმულირების მიზნით, შეგვიძლია უფასოდ გადავცეთ ჩვენი კომპანიის სახელით გაფორმებული სპეციალური სარეკლამო ატრიბუტიკა: კალმები, ფანქრები, კალენდრები, ასანთის კოლოფებსა და სხვა –  საჩუქრის სახით.
ბიზნესის სტიმულირების საშუალებები:
ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სავაჭრო შოუ, რათა სტიმულირება გაუკეთოთ ჩვენს პროდუზციას. ამით ბევრ ისეთ სარგებელს მივიღებთ, როგორიცაა გაყიდვის ახალი შესაძლებლობების მოძიება, მყიდველთან კონტაქტი, ახალი პროდუქციის წარმოჩენა, ახალ კლიენტებთან შეხვედრა, მყიდველთა ინფორმირება პუბლიკაციებისა და აუდიო-ვიდეო მასალების მეშვეობით. სავაჭრო შოუ დაგვეხმარება ბევრი ისეთი მიზნის მიღწევაში, რომელთაც რეალიზატორთა მეშვეობით თუ ვერ მივაღწევთ. დამთვალიერებელთა 90% კომპანიის რეალიზატორებს პირველად სწორედ შოუზე შეხედავენ.

 

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ:

 

 

ყოველ წელს, მსოფლიოში 4,300_ზე მეტი სავაჭრო შოუ ტარდება, რომელიც 85 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავს და გამყიდველს აძლევს შანსს, წარადგინონ ახალი პროდუქცია და შეხვდნენ ახალ მყიდველებს. სურათზე ასახულ სამომხმარებლო ელექტრონიკის სავაჭრო შოუზე, გამოფენის მონაწილემ 2000_მა კომპანიამ 91,000_ზე მეტი დამთვალიერებელი მოზიდა.

ასევე შეგვიძლია გაყიდვების კონკურსი ჩავატაროთ რეალიზატორებისა და დილერებისათვის მოტივაციის შექმნის მიზნით, რათა  მათ გაზარდონ გაყიდვათა მაჩვენებლები მოცემულ პერიოდში. კონკურსი გამოავლენს კომპანიის ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლებს, რომელთაც გადავცემთ საგზურებს, ფულად ჯილდოს ან სხვა სახის საჩუქრებს. ეს კონკურსი საუკეთესო მაშინ იქნება, თუ დავუკავშირებთ გაყიდვის განხორციელებად და შეფასებად მიზნებს, როგორიცაა ახალი კონტრაქტების გაფორმება, ძველი ხელშეკრულების განახლება ან კონტრაქტების მოგებიანობის ზრდა.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ შეფასება ჩვენი სტიმულირებების. გავაკეთოთ მომხმარებელთა კვლევა,რომელიც გვიჩვენებს იმ ადამიანებს, რომელთაც რეაგირება მოახდინეს სტიმულირებაზე და ასევე, მათ ქმედებებს მისი დასრულების შემდეგ.

ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, ანუ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ირგვლივ არსებულ მრავალფეროვან საზოგადოებასთან. ამით შეგვიძლია მოვიპოვოთ საჯაროობა, კარგი კორპორაციული იმიჯის შექმნა და არასასურველი მითქმა-მოთქმის, ისტორიებისა თუ მოვლენების მართვა ან თავიდან აცილება. მაგალითად, რაც შეეხება პრესსამსახურთან ურთიერთობას, მას შეუძლია შემდეგი ფუნქცია შეასრულოს: კომპანიის შესახებ შთამბეჭდავი ურთიერთობის შექმნა და განთავსება საინფორმაციო მედიაში, რათა ყურადღება გამახვილდეს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. ასევე ინვესტორებთან ურთიერთობა: ურთიერთობის შენარჩუნება აქციონერებთან და ფინანსური სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.

საზოგადოებასთან ურთიერთობებს საზოგადოების ცნობიერებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, და ეს რეკლამაზე გაცილებით დაბალი ხარჯით არის შესაძლებელი. ჩვენს კომპანიას შეუძლია  ფული არ გადაიხადოს მედია სივრცესა და დროში, სანაცვლოდ ფულს გადაუხდის მომსახურე პერსონალს, ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში, და სხვადასხვა ღონისძიებათა მართვაში. თუ ჩვენ რაიმე საინტერესო მოვლენას დავგეგმავთ, ეს შეიძლება გაშუქდეს სხვადასხვა მედიის საშუალებით, რასაც ზუსტად იგივე ეფექტი ექნება, რაც რეკლამას, რომელიც თავის მხრივ, ძალიან ძვირი ღირს. ამავდროულად, ასეთი მიდგომა რეკლამაზე მეტად დამაჯერებელია.

საზოგადოებრივი ურთიერთობები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბრენდის შექმნის ძლიერი იარაღი. საზოგადოებრივი ურთიერთობების გამავრცელებელი შესაძლოა იყოს კომპანიის ვებ-გვერდიც.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები განმეორდება ეტაპობრივად 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად რეკლამაც განახლებადი იქნება. ყოველივე ეს, ჩემი აზრით საკმარისი იქნება პროდუქციის სრულად გასაყიდად, და ბაზარზე თავისი ადგილის დასამკვიდრებლად. 500 000 ლარი კი სრულიად საკმარისი თანხაა 6 თვიანი პაკეტის დასაფინანსებლად.

კონკურსანტ კარინე ვართანიანის გაყიდვების სტრატეგია

“Sun Shine”


შემაჯამებელი წინასიტყვაობა

NCIB  ემზადება ახალი პროდუქტის– Sun Shine –ის გამოსაშვებად მომწიფებულ ბაზარზე . მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონების წარმოებაში დომინირებდა BlackBerry , ჩვენ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა, რადგან ჩვენი შეთავაზება აერთიანებს ექსკლუზიურ  ნიშან–თვისებებს ხელსაყრელ ფასებში. ჩვენი მიზნობრივი ბაზარია ინდივიდუალური მყიდველებისა და ბიზნესის წარმომადგენლების სპეციფიკური სეგმენტები. ბაზარზე უპირატესობის მიღწევის შესაძლებლობა განპირობებულია  ამ პროდუქზე ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე  მისი ისეთ თვისებებზე,როგორებიცა, ფართო საკომუნიკაციო ფუნქციები.

ძირითადი მიზანია პირველ წელს  ქართული ბაზრის წილის 3% მოპოვება და Sun Shine–ის 10000 ცალის გაყიდვა. ძირითადი ფინანსური მიზნები მოიცავს პირველ წელს Sun Shine –ის გაყიდვიდან 15მილიონი დოლარის შემოსავალს და მომავალი წლის  დასაწყისისათვის ნულოვან–მომგებიან წერტილზე გასვლას.

 

არსებული მარკეტინგული სიტუაცია

ახალი თაობის ტელეფონების გამოჩენამ გაზარდა კონკურენტული ზეწოლა,ბაზრის წილის მოსაპოვებლად , NCIB-მა ყურაგღებით უნდა ამოიღოსმიზანში სპეციკური  ბაზრის  სეგმენტები.

ბაზრის დახასიათება. NCIB ბაზარი შედგება ინდივიდუალური მყიდველებისაგან და ბიზნესმომხმარებლებისაგან,რომლებსაც სჭირდება ინფორმაციის მოხერხებული შენახვის და,კომუნიკაციისა და გაცვლის თანამედროვე საშუალებები. პირველი წლისათვის სპეციფუკური სამიზნე სეგმენტი მოიცავს პროფესიონალებს, სტუდენტებს, კორპორაციებს და მეწარმეებს.ქვემოდ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენების როგორ აკმაყოფილებს NCIB-ის მიზნობრივ მომხმარებელსა და ბიზნეს სეგმენტების მოთხოვნილებებს.

 

 

 

პროდუქტის მიმოხილვა.ჩვენი პროდუქტი გთავაზობთ შემდეგ მახასიათებლებს:

ზოგადი მახასიათებლები:

• ბრენდი: NCIB

• მოდელი: Sun Shine

• კორპუსის ტიპი: კლასიკური

• კორპუსის ფერი : შავი, ლურჯი

• გამოშვების წელი: 2010 აგვისტო

• ზომა: 114 x 58,3 x 10,1 მმ.

• წონა: 90 გ.

• ფასი: 3 399 ლარი

• ეკრანის ტიპი: TFT, მულტისენსორული

• ეკრანის გაფართოება: 240 x 320 პიქსელი ,22 დიუმი

• ფერთა რაოდენობა: 17 000000 ფერი

• სიხშირის დიაპაზონი: HSDPA 850/ 900 / 1900 / 2100) – 10,2 მეგაბითი/წამში;

• GSM 850/900/1800/1900

• ელემენტის სტანდარტი: წყარო მზის ენერგია (დღის სინათლე)

• საუბრის ხანგრძლივობა: GSM – 3:00 სთ; HSDPA (3G) – 0:30 სთ

• ლოდინის ხანგრძლივობა: 200 საათი

• მუსიკალური პლეერის რეჟიმი : 0.5 საათი

• ოპერაციული სისტემა : Symbian OS 9,3.Series 60 rel 3.2

• პროცესორი: ARM 11 600 MHz

• შიდა მეხსიერება: 45 მბ.

გამოძახების სიგნალი :

• პოლიფონიური მელოდიების ჟღერადობა განისაზღვრება 64 პოლიფონიური ერთეულით

• MP3, AAC, MIDI მელოდიების მხარდაჭერა

• ვიბრო-ზარი

მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია:

• ინტერფეისი : WI-FI/WLAN 802.11b/g,microUSB v2.0 , Bluetooth 2.0 с EDR

• ინტერნეტთან კავშირი : HTML, XHTML MP, WML, CSS, HTTP, HTTP, WAP 2.0, GPRS class B, multislot class 32, EDGE class B, multislot class 32, POP/SMTP -კლიენტი

• HSDPA – 10.2 mbps

• მოდემი

• პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაცია

• Nokia -ს ლოკალური რუქები

შეტყობინება:

• SMS

• MMS

ეკრანი:

• ეკრანის ტიპი : TFT- 16777216 ფერი

• გამოსახულება : 240 x 320 პიქსელი

მულტიმედია:

• ფოტოკამერა 3მგპ.

• ღამის გადაღება

აუდიო:

• MP3 – პლეერი : mp3, .wma, .aac, AAC+, eAAC+

• FM-სტერეო რადიო

• დიქტაფონი

• ხმით დარეკვა

• ხმით მართვა

• ხმოვანი თანაშემწე

• 2.5 მმ – audio პორტი

მეხსიერება:

• შიდა მეხსიერება : 45 მგ

• RAM 128 მბ

• დამატებითი მეხსიერების ბარათი : micro SD (TransFlash) მაქსიმუმ 16 გბ

კვების წყარო:

• მზის ენერგია.

სატელეფონო წიგნაკი და ორგანაიზერი:

• ტელეფონის ნომრების წიგნაკი 1000 ნომერის შენახვის საშუალება ტელეფონის შიდა მეხსიერებაში

ორგანაიზერი:

• კალენდარი

• კალკულატორი

• დამგეგმავი

• მაღვიძარა

პირველი წლის გაყიდვების შემოსავალი  დაგეგმილია 33990000 ლარი ,რაც გულისხმობს 10000 ცალი Sun Shine-ის გაყიდვას 3390 ლარად.

კონკურენტული მიმოხილვა. ბაზარზე უკვე აღიარებულლი მობილურების მწარმოებელი კომპანიების რიცხვის ზრდამ ზეწოლა მოახდინა ამ ინდუსტრიის მონაწილეებზე ,რათა განუწყვეტვლივ ეზრუნათ,დაემატებინათ ახალი ნიშან–თვისებები მათი ნაწარმისათვის და სეემცირებინათ ფასები.კონკურენცია სპეციალიზერებულ მოწყობილებებს შორის ტექსტური და ელეკტრონული ფოსტის შეტყობინებების სფეროში, როგორიცაა Blackberry-ი , ასევე მნისვნელოვანი ფაქტორია.

Sony Ericsson Xperia X10

ეკრანი: TFT capacitive touchscreen, 65K

ზომა: 480 x 854

ფლეერი: MP3/eAAC+/WMA/WAV

კამერა: 8MP, 3264×2448

შიდა მეხსიერება: 1GB

ოპერაციული სისტემა: Android OS 1.6

- Qualcomm QSD8250 Snapdragon 1 GHz პროცესორი

- აქსელერომეტრი

- სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქცია

- Google maps

- Google Search, Maps, Gmail

- YouTube, Calendar, Google Talk

- Facebook and Twitter

Nokia N97

ძირითადი მახასიათებლები

ინტეგრირებული GPS და A-GPS

კომპასი

სერია 60 სიმბიან 9.4 5th

5 მპ ფოტოკამერა კარლ ცეისის ლინზით

N-Gage

TV-Out

Wi-Fi 802.11

პროცესორის ტიპი ARM 11 434 მჰც

სამუშაო სიხშირე

GSM 850/900/1800/1900 მჰც

WCDMA 850/900/1900/2100 მჰც

ზომა და მოცულობა

მოცულობა – 88 კუბ/სმ

მასა – 150 გ

ზომა – 117.2 x 55.3 x 15.91 მმ

ეკრანი

ძირითადი დისპლეი – სენსორული 3.5 დუიმიანი 640 x 360 (nHD) 24 ბტ ფერით

შუქის სენსორი

აქსელერომეტერი ეკრანის ავტომატურად შემოტრიალებისათვის

ორიენტაციის სენსორი

მომხმარებლის ინტერფეისი

სერია 60

სიმბიან 9.4 5th

შეტყობინება და ელ-ფოსტა

მულტიმედიური შეტყობინების გაგზავნა და მიღება

E-mail (SMTP, IMAP4, POP3) კლიენტი ფაილების მიმაგრებისა და მიმაგრებული ფაილების გახსნის საშუალებით

ფრენისა და დემო რეჟიმები

Flight

ფოტო და ვიდეო

5 მპ ფოტოკამერა კარლ ცეისის ლინზით, 2 LED ტიპის განათებით და 14 ციფრული ზუმით

ვიდეო გადაღება MPEG-4/3GP (30 კადრი/წმ-ში)

მეორე კამერა ვიდეო ზარისათვის

მუსიკა

მუსიკალური ფლეიერი MP3/MIDI/AAC/AAC+/eAAC+/WMA ფორმატის მხარდაჭერით

სტერეო FM-რადიო

დამატებითი ფუნქციები

SIS და ჯავა ფორმატის პროგრამები

თამაშები

Flash Lite 3.0

ნოკია Maps

მეხსიერება

ინტეგრირებული 32 გბ მეხსიერება და მეხსიერების გაზრდა 16 გბ microSD ტიპის ბარათით

SDRAM მეხსიერება 128 მბ

პროცესორის ტიპი ARM 11 434 მჰც

კავშირის ტიპები

ინტეგრირებული WLAN

ბლუთუსი 2.0 ვერსია

მიკრო USB 2.0

სინქრონიზაცია Nokia PC Suite-თან

3.5 მმ-იანი კაბელი ყურსასმენებისათვის

TV-Out-ის 3.5 მმ-იანი კაბელი

ინტერნეტი

HTML/XHTML MP/WML/CSS ბრაუზერი

მონაცემთა გადაცემა

GPRS class A

WCDMA 3.6 მბ/წმ-ში

HSDPA to 3.6 მბ/წმ-ში

WLAN 802.11b/g

მოხმარებული ენერგია

ბატარეის ტიპი BP-4L 1500 მ-ამპ

საუბრის რეჟიმი 9.5 სთ(GSM) 6 სთ(WCDMA)

ლოდინის რეჟიმი 18 დღე(GSM) 17 დღე(WCDMA)

ვიდეო გადაღების რეჟიმი: 3.6 სთ

ვიდეო ფლეიერის რეჟიმი 4.5 სთ

აუდიო ფლეიერის რეჟიმი 40 სთ

თემები და ზარები

ინტეგრირებული AAC/MP3 ტიპის მელოდიები და ცვალებადი თემები

ვიდეო ზარი

გასაყიდი კომპლექტაცია

ტელეფონი ნოკია N97

აკუმულატორი BP-4L

დამტენი AC-10

სტერეო ყურსასმენი AD-54/HS-45

USB კაბელი CA-101

მომხმარებლის სახელმძღვანელო

აქსესუარები

Bluetooth BH-106

Chargers AC-10

Case CP-323

ქსელი

SAMSUNG i500

GSM 900 / GSM 1800

განცხადება

2004, 1Q

განზომილება

92 x 54 x 23 mm

წონა

150 g

ეკრანის ტიპი

TFT touchscreen, 65K colors

ეკრანის ზომა

162 x 176 pixels

ზარები

Polyphonic (40 channels)

ვიბრაცია

Yes

ტელეფონის წიგნი

1000 x 8 fields, contact groups

ზარების ჩანაწერი

Advanced

ბარათის პორტი

Advanced

საოპერაციო სისტემა

Palm OS v5.2

კამერა

VGA, 640×480 pixels, video

GPRS/საინფორმაციო სიჩქარე

Class 8 (4+1 slots) / 32 – 40 kbps

ტექსტური შეტყობინება

SMS, MMS, Email

საათი

Yes

მაღვიძარა

Yes

ინფრარედის პორტ

Yes

თამაშები

Yes

ფერები

სხვა მახასიათებელი

- WAP 2.0

- T9

- Voice commands and dial

- Voice memo

- Organizer

- USB port

ელემენტის ტიპი

Standard battery, Li-Ion 1100 mAh

Stand-by

Up to 100 h

საუბრის დრო

Up to 100 h

მიუხედვად ძლიერი კონკურენციისა , Sun Shine-ს შეუძლია შექმნას გამორჩეული იმიჯის და მოიპოვოს აღიარება თავის მიზნობრივ სეგმენტებს შორის.ისეთი ფუნქციები ,როგორიცაა ხმის ამოცნობა,ხმოვანი თანაშემწე დაკვების წყარო(მზის ენერგია) განასხვავებს Sun Shine-ს კონკურენტებისაგან.

დისტრიბუციის მიმოხილვა. NCIB-ის ბრენდის პროდუკტის დისტრიბუცია მოხდება შერჩეულ მაღაზიათა ქსელების საშუალებით, ასევე მაღაზიების გარე საცალო მოვაჭრეთა ბაზარზე.ყველაზე მნიშვნელოვან სადისტრიბუციო არხის პარტნიორებს შორის, რომელთანაც კავშირია დამყარებული არიან:

საოფისე საქონლის მაღაზიები:მობი შეიტანს NCIB-ის პროდუქტს თავის მაღაზიათა ქსელში,კატალოგში და ვებ–გვერდზე.

კომპიუტერის მაღაზიები: ALTA შეიტანს თავის მაღაზიაში NCIB-ის პროდუქტს.

ელექტროსაქონლის სპეციალიზირებული მაღაზიები: ELIT ELECTRONICS და Elitel NCIB-ის პროდუქტს შეიტანს თავის მაღაზიაში.

 

 

 

 

ძლიერი და სუსტი მხარეების,შესაძლებლობებისა და საფრთხის (SWOT)ანალიზი.


Sun Shine-ს აქვს რამოდენიმე ძლე მხარე რომელიც შესაძებელია ბაზისად გამოვიყენოთ,მაგრამ მას აგრეთვე გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელოვანი სუსტი მხარეც, როგორიცაა ბრენდის ცნობადობა და იმიჯი.მისი მთავარი შესაძლებლობებია მზარდი მოთხოვნა მულტიფუნქციების მქონე ტელეფონების მიმართ.ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული საფრთხე ძლიერი კონკურეციის სახით და ფასების ზეწოლეს მხრივ.

 

სიძლიერე

u       ხმის გამოცნობის შესზლებლობა და მომხმარებლის მიერ სათანადოთ შეფასებული მულტიფუნქციონალობა

u       ფასწარმოქმნა,რომელიც პროდუქტის ფაესეულობით განისაზღვრება

u       კვების წყარო: მზის ენერგია

შესაძლებლობები

u       გაზრდილი მოთხოვნილება მიულტიფუნქციონალურ საკომუნიკაციო მეთოდებზე

u       დამატებითი პროფესიული მოწყობილობები

u       მრავალფეროვანი გამოყენება (აპლიკაციები )ჩვეულებრივი მომხმარებლის და ბიზნეს–კლიენტების მიერ

სისუსტეები

u       ბრენდის ნაკლები ცნობადობა და იმიჯი

u       უფრო ძვირი ფასი სხვა მოდელებთან შედარებით

საფრთხეები

u       მზარდი კონკურენცია

u       პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის შეკუმშვა(შემცირება)

მიზნები და საკითხები

ბაზარზე შესვლის პირველი და მეორე წლისათვის დავსახეთ აგრესიული, მაგრამ მიღწევადი მიზნები.

პირველი წლის მიზნები.ბაზარზე წარდგენიდან პირველი წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოი მობილური ტელეფონების ბაზრის 3%–ის მოპოვებას და 10000 ერთეული პროდუქტის გაყიდვას.

 

მეორე წლის მიზნები.მეორე წელს ჩვენი მიზანია,2 მოდელის გაყიდვით დავიპყროთ მთელი ბაზრის 6% და რაც შეიზლება მალე მივაღწიოთ ნულოვან ომგებიან წერტილს.

საკითხები.ერთ–ერთი მნისვნელოვანი საკითხია ჩვენი უნარი შევქმნათ დადებითი იმიჯის მქონე ბრენდის სახელი, რომელიც ბაზარზე მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებს.ჩვენ მოგვიწევს დიდი ინვესტიციების ჩადება მარკეტინგში ,ართა შეიქმნას დაუვიწყარი და განსხვავებული ბრეენდის იმიჯი, რომელშიც ხაზგასმული იქნება ინოვაცია, ხარისხი და ფასეულობა. ჩვენ ასევე უნდა გამოვიკვლიოთ (გავზომოთ )ბრანდის ცნობადობა და ხალხის რეაქცია, რათა საჭიროების სემთხვევასი კორექტირება შევიტანოთ მარკეტინგულ კამპანიაში.

 

მარკეტინგული სტრატეგია

NCIB–ის    მარკეტინგული  სტრატეგია დაფუძნებულია პროდუქტის გამორჩეულობის (დიფერენციაციის) პოზიციონერობაზე. ჩვენი ძირითადი სამომხმარებლო სეგმენტია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე პროფესიონალები, რომელთაც სჭირდებათ პორტატული მოწყობილობები , რათა მოახდინონ თავიანთი გადატვირთული დღის განრიგის კოორდინირება და კავშირის უზრუნველყოფა ოჯახთან და კოლეგებთან . მეორე სამიზნე სეგენტია საშუალო და სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სწირდებატ მულტიფუნქციური მოწყობილობები . ეს სეგმენტი შეიძლება ავღწეროთ დემოგრაფიული მაჩვენებლით –ასაკით (16-30) და განათლების სტატუსის მიხედვით.

 

ჩვენი ძირითადი ბიზნეს სეგმენტების საშუალო და დიდი ზომის კორპორაციები,რომელთაც სურთ დაეხმარონ მათ მენეჯერებსა და თანამშრომლებს , ისე რომ კავშირი ჰქონდეთ მათთან ან მიიღონ მონაცემები კრიტიკულ დროსაც კი, როცა მოზრაობაში არიან.ეს სეგმენტი შედგება კომპანიებისაგან , რომელათა ყოველწლიური გაყიდვა აღემატება 25მლნ დოლარს და რომელთაც ჰყავთ 100–ზე მეტი თანამშრომელი. მეორადი ბიზნეს სეგმენტები არიან მეწარმეები და მცირე ბიზნესის მფლობელები.

მარკეტინგული კომპლექსის ოთხივე მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია მიაწვდის NCIB–ის    დიფერენციაცირებულ მიდგომას ზემოთ განხილულ სამიზნე სეგმენტებს .

პოზიციონირება. პროდუქტის დიფერენციაციის გამოყენებით, ჩვენ NCIB–ის    Sun Shine –ს განვიხილავთ როგორც მრავალმხვრივ , მოხერხებულ, დამატებითი ღირებულების მქონე პირადი და პროფესიული გამოყენების მიზნით. მარკეტინგული სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს კვების წყაროს(მზის ენერგიის) და ხმის აღქმის (გამოცნობის )სისტემაზე ,როგორც მთავარ მახასიათებლებზე ,რომლებიც განასხვავებს მას სხვა მოდელებისაგან.

პროდუქტის სტრატეგია. NCIB SUN SHINE -ის იმ ნიშან–თვისებებით ,რომელიც აღწერილ იქნა პროდუქტის მიმოხილვის ნაწილში გაიყიდება ერთწლიანი გარანტიით. ბრენდი შექმნა ჩვენი პროდუქტის სტრატეგიის   განუყოფელი ნაწილია . ბრენდის ლოგო (SUN SHINE -ის განმასხვავებელი ლურჯი მზე)გამოსახული იქნება პროდუქტებზე და მის სეფუთვაზე და ამავდროულად წარმოდგენილი იქნება მარკეტინგულ კომპანიებში.

ფასწარმოქნის სტრატეგია. SUN SHINE -ის საბითუმო ფასი იქნება 3299 ლარი, საცალო გაყიდვებით კი 3399 ლარი . ჩვენ ვგეგმავთ პირველი მოდელის ფასის დაკლებას , როდესაც გამოვუშვებთ ახალ პროდუქტს–შემდექ მოდელს, რომლის საბითუმო ფასი იქნება 3399 ლარი.ეს ფასები ითვალისწინებს: (1)სასურველი სადისტრიბუციო არხების პარტნიორების მოხიბლვასა და (2) კონკურენტებისაგან საბაზრო წილის წართმევის სტრატეგიას.

დისტრიბუციის სტრატეგია. ჩვენი სადისტრიბუციო არხის სტრატეგია შერჩევითი დისტრიბუციის გამოყენებაა, რათა NCIB–ის  SUN SHINE გაყიდონ მხოლოდ ცნობილმა მაღაზიებმა.მოვაჭრეებმა პირველი წლის განმავლობაში, ჩვენ დავამატებთ არხის პარტნიორების მანამ სანამ არ დავფარავთ მთელი საქართველოს ბაზრებს.პროდუქტის ნახვა კი შესაზლებელი იქნება ელექტრონული საქონლის ძირითად კატალოგებსა და ვებ– გვერდებზე .ჩვენ ასევე გამოვიკვლევთ დისტრიბუციის შესაძლებლობას კომპიუტერის გასაყიდ სავაწრო წერტილებში.არხის პარტნიორების მხარდაწერით  NCIB–ი წარმოგვიდგენს სადემონსტრაციო პროდუქტებს, დეტალური სპეციფიკაციის ბუკლეტებს, პერად სურათებსა და ეკრანებს , რომლებიც ასახავენ პროდუქტს.ჩვენ ასევე შევქმნით  სპეციალურ სავაჭრო პირობებს საცალო მოვაჭრეთათვის,მნისვნელოვანი სეკვეთების მისაღებად.

მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია. ხველა სტყობინების ინტეგრირებით, მედიის სხვადასხვა სფეროში ჩვენ გავაძლიერებთ ბრენდის სახელსა და ხაზს გავუსვავთ პროდუქტის განმასხვავებელ ნიშნებს, განსაკუთრებით ჩვენ ექსკლიუზივს – კვების წყაროს (მზის ენერგიის) სისტემის გამოყენებას.სხვადასხვა მედიების მოხმარების კვლევა დაეხმარება ჩვენ სარეკლამო სააგენტოს სწორად აირჩიოს შესაბამისი მედია და სარეკლამო დრო, რათა მიაღწიოს წარმატებას პროდუქტის ბაზარზე გატანამდე და გატანის სემდგომ.ამის შემდგომ, რეკლამას პულსირებად გამოვიყენებთ ,რატა სევინარჩუნოთ ბრენდის ცნობადობა  და კავშირი დავამყაროთ მომხმარებელთან განმასხვავებელი სეტყობინებების საშუალებით.სარეკლამო სააგენტო ასევე კორდინაციას გაუწევს კომპანიის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევას შექმნას  NCIB ბრენდი და მომხმარებელს დაანახოს განსხვავებული შტყობინებების არსი. ბაზრის ყურადრების მისაპყრობათ და გაყიდვების გასაზრდელად , ჩვენ შეზღუდული დროის ინტერვაში პრემიის სახით მყიდველებს შევთავაზებთ სხავადასხვა აქსესუარებს.სადისტრიბუციო არხის პარტნიორების მოზიდვის , სენარჩუნებისა და მოტივაციისათვის გამოვიყენებთ სავაცრო სტიმულირებასა და პერსონალურ გაყიდვას NCIB–ის ბრენდის აღიარებამდე , ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაციები მოხმარებელთან მოხდება არხის პარტნიორთა მესვეობით და არა ცვენი ვებ– გვერდის გამოყენებით.

მარკეტინგული კვლევა. კვლევის გამოყენებით, განისაზღვრება სპეციფიკური ნიშან–თვისებები და სარგებელები,რომელთც ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი აფასებს.მარკეტინგული ტესტების კვლევებისა და ფოკუს  ჯგუფების დახმარებით ჩვენ შევქმნით  SUN SHINE ახალ მოდელს, ასევე შევაფასებტ და ანალიზს გავუკეთებთ მყიდველთა დამოკიდებულებას კონკურენტი ბრენდებისა და პროდუქტების მიმართ.ბრენდის ცნობადობის კვლევა დაგვეხმარება ჩვენი შეტყობინებებისა და მედიის ეფექტურობის განსაზღვრაში.და ბოლოს , გამოვიყენებთ მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რათა შევაფასოთ  ბაზრის რეაქცია ჩვენ პროდუქტზე.

 

სამოქმედო პროგრამები


SUN SHINE–ი წარდგენილი იქნება თებერვალში .ქვემოთ განვიხილავთ მომდევნო 6 თვის სამოქმედო პროგრამას,რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების განხორციელებას.

იანვარი. ჩვენ ვაპირებთ ვაწარმოოთ 150000 ლარის სავაჭრო კომპანია გაყიდვების სტიმულირებისათვის , რათა მოვამზადოთ დილერები და თებერვალში პროდუქტის წარდგენისათვის ევქმნათ შთამბეჭდავი ფონი . როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სტრატეგიის ნაწილი პროდუქტი წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან სამომხმარებლო ელექტრონიკის სავაჭრო ჩვენებებზე , სადაც შერჩეულ პროდუქტის მიმომხივლებლებს აზრის გამავრცელებლებსა და ცნობილი ადამიანებს საშულება ექნებათ უკეთ გაეცნონ პროდუქტს.ჩვენი ტრენინგის პესრსონალი იმუშავებს ძირითადი საცალო ვაწრობის ქსელების გაყიდვის პერსონალთან , რათა უკეთ აუხსნან მათ SUN SHINE–ის ნიშან–თვისებები, სარგებელი და კონკურენტული უპირატესობა.

თებერვალი. ჩვენ დავიწყებთ ინტეგრირებულ ბეჭდვით რადიო და ინტერნეთ დარეკლამო კომპანიას, რომელიც დაანახებს მომხმარებელს რამდენად სწრაფად შეუზლიათ SUN SHINE–ის მომსახურებლებს ხმის არქმის(ამოცნობის) ფუნქციის საშუალებით საქმეების შესრულება .

მარტი. მულტიმედია სარეკლამო კომპანიის მსვლელობის პარალელურად , ჩვენ გამოვიყენებთ დამატებით გაყიდვის სტიმულირების ტაქტიკას , როგორიც არის პრემიის სახით მობილური აქსესუარებით დასაჩუქრება.

აპრილი. ამ თვეში ჩავატარებთ კონკურსს , სადაც დაწესებული იქნება პრიზი იმ რეალიზატორისათვის და საცალო მოვაჭრე ორგანიზაციისათვის ,რომელმაც გაყიდა ყველაზე დიდი რაოდენობის NCIB–ის SUN SHINE–ი 4 კვირის განმავლობაში .

მაისი. ამ თვეში ვგეგმავთ ახალი ეროვნული სარეკლამო კომპანიის დაწყებას. რადიო რელამენში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ადამიანები ,რომლებიც იყენებენ კვების წყარო (მზის ენერგიას)  და ხმის ამოცნობის სიტემას NCIB–ის  SUN SHINE–ის წყალობით.ბეჭვდურ რელამებზე კი ასახული იქნება ეს შესაძლებლობა NCIB–ის SUN SHINE–ით ხელში.

ივნისი.ჩვენს რადიო სარეკლამო კომპანიას დაემატება ახალი შტრიხი SUN SHINE–ი საჩუქრათ გადაეცემათ კურსდამთავრებულებს. წლის შუა პერიოდში ჩავატარებთ ელექტრონული ტექნიკის სავაჭრო შოუს.დამატებით გამოვალთ ტელევიზიით და ანალიზს გავუკეთებთ მყიდველთა კმაყოფილების კვლევის სედეგებს ,რათა  გამოვიყენოთ ის სამომავლო სტიმულირებაში და ამით მხარე დავუჭიროთ პროდუქტსა და მის მარკეტინგულ საქმიანობებს.

 

ბიუჯეტი


პირველ წელს   SUN SHINE–ის  გაყიდვების შედეგად  მიღებული შემოსავალი უნდა შეადგენდეს 33990000 ლარს , მასთან ერთი ერთეულის საბითუმო ფასი იქნება 3399 ლარი .ცვლადი ხარჯი ერთეულ პროდუქციაზე შეადგენს 1500 ლარს  მოწყობილობის გაყიდვის სემთხვევაში . SUN SHINE–ის პირველი წლის დანაკარგები მიახლოვებით სეფასებულია 10მლნ ლარის ოდენობით .

კონტროლი

ჩვენ ვგეგმავთ მკაცრი მაკონტროლებელი ზომების მიღებას, რათა ყურადღება გავამახვილოთ ხხარისხსა და მყიდველთა კმაყოფილებაზე . ეს ჩვენ სასუალებას მოგვცემს სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ნებისმიერი~ პრობლემაზე , რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს. სხვა   ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალები, რომელიც გაკონტროლებული  იქნება გეგმიდან გადახრების სემთხვევაში მოიცავს თვიურ გაყიდვებსა(სეგმენტებისა და არხების მიხედვით) და გასავლებს

კონკურსანტ მარიამ მაისურაძის პროექტი

მარიამ მაისურაძე

 

 

კონკურსი “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია”

 

NCIB ფირმის Sun Shine მოდელის მობილური ტელეფონისთვის

 

 

მარკეტინგული სტრატეგია

 

NCIB არის ახალი ბრენდი როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე, რომელსაც წარმოდგენილი აქვს ქართული ბაზრისთვის უჩვეულო Sun Shine მოდელის მობილური ტელეფონი.

 

Sun Shine-ის მარკეტინგული სტრატეგია დაფუძნებულია პროდუქტის გამორჩეულობის (დიფერენციაციის) პოზიციონირებაზე.

 მისი ძირითადი სამომხმარებლო სეგმენტი დაყოფილია 5 კატეგორიად:

I.       ჟურნალისტებს – პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევთ დავალებებზე მოულოდნელად გამგზავრება სიახლეების მოწოდების მიზნით. ასევე შემეცნებითი რეპორტაჟების მოსამზადებლად ცივილიზაციას მოკლებულ წერტილებში წასვლა (როგორიცაა მაგალითად, მთები, ველური ბუნება, უდაბნოები და სხვა.). სწორედ ამიტომ მათ მუდმივი კავშირი ესაჭიროებათ, როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე ოჯახის წევრებთან.

 II.    ფერმერები და მწყემსები, დაკავებული მეცხვარეობის ბიზნესით – საქართველოში დღესდღეობით ბიზნესის ეს დარგი ყველაზე პრიორიტეტულია, რითაც დაინტერესებულნი არიან უცხოეთის ფირმები და თანა მშრომლობენ ქართველ ფერმერებთან. რადგან მეცხვარეობა მოითხოვს ცხვრის მომთაბარეობას, მწყემსებს რამდენიმე თვის განმავლობაში უწევთ მთაში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მზის ენერგიაზე მომუშავე მობილური ტელეფონები.

 III.   უმაღლესი სასწავლებლის პრესტიჟული ფაკულტეტების სტუდენტები (ბიზნესის, სამართლის, ევროპათმცოდნეობის) _ ამ სტუდენტებში არის მოთხოვნა ჰქონდეთ ხანგრძლივი დროის მანძილზე დამუხტვის გარეშე მომუშავე ტელეფონი. რადგან ასეთი ტელეფონები დაბალ ფასიანია და მათ იმიჯსა და სტატუსს არ შეესაბამება, ისინი სიამოვნებით შეიძენენ თანამედროვე მოთხოვნების მონაცემების მქონე და რაც მთავარია მზის ენერგიაზე მომუშავე ტელეფონს, რომლის დამუხტვაზეც არ დაკარგავენ დროს.

 IV.   მოგზაურები – ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ ფეხით, ღამეებს ათენებენ ღია ცის ქვეშ და არავითარი შეხება არა აქვთ ელექტროენერგიასთან. მათ ესაჭიროებათ აპარატი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ დაუკავშირდნენ ერთმანეთს დაკარგვის და სამაშველო სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში. ეს სეგმენტი განკუთვნილია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოგზაურებისათვის.

V.     არქეოლოგები – გარკვეული პერიოდის მანძილზე მათ უწევთ ცხოვრება კარვებში, მოწყვეტილნი არიან დასახლებულ პუნქტებს და Sun Shine მათთვის იქნება ყველაზე ფუნქციური მობილური აპარატი.

 

სეგმენტებისათვის სავარაუდოთ გათვლილია შემდეგი რაოდენობები:

ჟურნალისტები   - 2000

ფერმერები           – 1200

სტუდენტები       – 3000

მოგზაურები        - 1800

არქეოლოგები      – 1000

ყოველგვარი სიახლის მოყვარული ადამიანები – 1000

 

 

დისტრიბუციის სტრატეგია

 

NCIB-ის ფირმის Sun Shine პროდუქტის დისტრიბუცია მოხდება შერჩეული მაღაზიის ქსელში, რადგან იგი მსოფლიოში უცნობი კომპანიაა და მას ხალხში ნდობის მოპოვება ჭირდება. სწორედ ამიტომ NCIB-ის პროდუქტი გაიყიდება Mobi-ს მაღაზიათა ქსელში. Mobi საქართველოში ცნობილია, როგორც ხარისხიანი და ორიგინალი მობილური ტელეფონების დისტრიბუტორი კომპანია და ითვლება ხარისხის გარანტად. ეს კი მომხმარებელს დაარწმუნებს Sun Shine -ის სანდოობაში.

NCIB ასევე ითანამშრომლებს ტურისტულ კომპანიებთან, რომელთაც საქართველოში ჩამოყავთ ტურისტული ჯგუფები ლაშქრობების მიზნით და NCIB-ის თანამშრომლები მათ აუხსნიან Sun Shine-ის საჭიროებას, უნიკალურობას და შესთავაზებენ შესყიდვას.

 

მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია

 

მარკეტინგული კომუნიკაციის დაწყებამდე აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები სადისტრიბუციო მაღაზიის Mobi-სა და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებთან, Sun Shine -ის გაყიდვებთან დაკავშირებით.

პროდუქტის ბაზარზე გამოჩენამდე აუცილებელია ჩატარდეს მისი პრეზენტაცია იმ სამომხმარებლო სეგმენტებისთვის, რომლისთვისაც არის განკუთვნილი. პრეზენტაცია ითვალისწინებს ალაფურშეტსაც.

პირველი სეგმენტი, რომელთაც ჩაუტარდებათ პრეზენტაციები, ეს არის საქართველოს 5 ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი.

II – ფერმერები, მეცხვარეები.

III – არქეოლოგები.

IV – ჟურნალისტები. როგორც ტელევიზიის, ისე რადიოს და გაზეთის.

 

რაც შეეხება მოგზაურთა სეგმენტს, ამ შემთხვევაში პრეზენტაციები იქნება ინდივიდუალური, ტურისტთა ჩამოსვლის დროს.

პრეზენტაციების მსვლელობების პარალელურად მოხდება დაკავშირება სარეკლამო კომპანიასთან. პირველ ეტაპზე მომზადდება საზოგადოების დასაინტერესებელი რეკლამა, რომელიც გავა სამომხმარებლო სეგმენტისთვის NCIB-ის პროდუქტის გაცნობის დასრულებისთანავე. ორი კვირის შემდეგ შეიცვლება რეკლამის ტიპი და მოხდება გაცნობითი რეკლამის გავრცელება. რეკლამა გავრცელდება, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიოთი და ბანერებით.

პროდუქტის ბაზარზე გამოსვლისთანავე მოხდება მისი პოპულარიზაცია სხვადასხვა გადაცემების მეშვეობით. მაგალითად, როგორიცაა “ბიზნეს კურიერი” და “თბილისი Live”. ამ ყველაფერში NCIB-ს დაეხმარება სარეკლამო სააგენტო.

მედიის სხვადასხვა სფეროს საშუალებით გავრცელდება კომპანიის სახელი და მოხდება პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტის, წინ წამოწევა. სხვადასხვა მედიების კვლევა დაეხმარება კომპანიას სწორად აირჩიოს შესაბამისი მედია და სარეკლამო დრო, რათა მიაღწიოს წარმატებას პროდუქტის ბაზარზე გატანამდე და გატანის შემდგომ. ამის შემდეგ მოხდება რეკლამის პულსირებულად გამოყენება, რათა შენარჩუნებულ იქნას NCIB-ის ცნობადობა და დამყარდეს კავშირი მომხმარებელთან. სარეკლამო სააგენტო ასევე კოორდინაციას გაუწევს კომპანიის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურების ძალისხმევას, შექმნას NCIB-ის ბრენდი და მომხმარებელს დაანახოს Sun Shine-ის თვისებები. ბაზარზე ყურადღების მისაქცევად და გაყიდვების გასაზრდელად, გარკვეულ პერიოდში, მყიდველების მოზიდვისთვის მოხდება მათი დასაჩუქრება მობილური ტელეფონის ბუდით.

 

 

სამოქმედო პროგრამები

 

აქ განხილულია NCIB-ის Sun Shine-ის 6 თვის სამოქმედო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაყიდვას.

I თვე. პირველი კვირა – უპირველეს ყოვლისა მოხდება პროდუქტის დასაწყობება. გაიმართება მოლაპარაკებები სადისტრიბუციო მაღაზია Mobi-ის და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებთან. II კვირა – ჩატარდება  პრეზენტაციები სამომხმარებლო სეგმენტებისათვის. პარალელურად მოხდება სარეკლამო სააგენტოს შერჩევა და რეკლამებზე მუშაობა. III და IV კვირა – საზოგადოების დასაინტერესებელი რეკლამების გაშვება.

II თვე. მოხდება რეკლამის ცვლილება, პროდუქტის ბაზარზე გამოტანა და საზოგადოებისთვის მისი წარდგენა, გადაცემებში მონაწილეობით: “ბიზნეს კურიერი”, “თბილისი Live”, სადაც მოხდება შეთავაზება პირველი 300 მობილური ტელეფონის ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ, 3 000 ლარად (ფასდაკლება- 11.8%). ასევე პირველი 100 ტელეფონის შემძენი მიიღებს უფასო ნომერს ბილაინის ქსელში და უფასო სასაუბრო დროს – 300 წუთს.

III თვე. მყიდველების მოზიდვისთვის მოხდება მათი დასაჩუქრება მობილური ტელეფონის ბუდით.

IV თვე. ამ თვეში ჩატარდება კონკურსი სადაც დაწესებული იქნება პრიზი იმ სავაჭრო აგენტებისთვის ვინც ბოლო 4 კვირის განმავლობაში ყველაზე ბევრ Sun Shine-ს გაყიდის.

V თვე. მომზადდეს პატარა გადაცემა სადაც Sun Shine-ზე ისაუბრებენ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძინეს და სარგებლობენ NCIB-ის ტელეფონებით.

VI თვე. მოხდება გაყიდვების სტრატეგიის შეფასება და ანალიზი ტელევიზიით.

 

 

ბიუჯეტი

 

Sun Shine-ის გაყიდვების შედეგი უნდა შეადგენდეს 33 990 000 ლარს, რადგან 1 მოდელის გასაყიდი ფასია 3 399 ლარი. გასაყიდი ტელეფონების რაოდენობა კი – 10 000 ცალი.

NCIB მოგებას მიიღებს როდესაც მისი შემოსავალი გადააჭარბებს 15 500 000 ლარს. რადგან პროდუქტის თვითღირებულება საწყობამდე 1500 ლარია, ხოლო ბიუჯეტი რომლის განკარგვაც არის შესაძლებელი პროდუქტის ბაზარზე წარმატებით შემოსატანად 500 000 ლარია. NCIB-ის წმინდა მოგებამ უნდა შეადგინოს 18 490 000 ლარი.

 

 

ხარჯთაღრიცხვა

 

I. პროდუქტის დასაწყობება. 6 თვე – 2 000 ლარი

II. დანახარჯი პრეზენტაციისთვის: სულ – 28 000 ლარი

ა) 1 პრეზენტატორის ხელფასი: – 3 000 ლარი

   სულ 3 პრეზენტატორი   -   9 000 ლარი

ბ) 1  ალაფურშეტი :        -   1 000 ლარი

   სულ 14 ალაფურშეტი   -   14 000 ლარი

•           5 უნივერსიტეტში – 5 000 ლარი

•           არქეოლოგებთან – 1 000 ლარი

•           ფერმერებთან – 1 000 ლარი

•           7 კომპანიის ჟურნალისტებისთვის – 7 000 ლარი

გ) ფერმერებისთვის საპრეზენტაციო დარბაზის დაქირავება – 5 000 ლარი

 

III. ტურისტულ სააგენტოებში მომუშავე NCIB-ის თანამშრომლების ხელფასი:

სულ 6 თვის განმავლობაში – 30 000 ლარი

•           1 თანამშრომლის ხელფასი თვეში – 1 000 ლარი

•           5 თანამშრომლის ხელფასი თვეში – 5 000 ლარი

 

IV. რეკლამა სულ – 40 000 ლარი

ა)         ვიდეო რგოლი

•           1 ვიდეო რგოლი – 19 000 ლარი

•           სულ 2 ვიდეო რგოლი – 38 000 ლარი

ბ)         საბანერო რეკლამის დიზაინი

•           1 რეკლამის დიზაინი – 1 000 ლარი

•           სულ 2 რეკლამის დიზაინი – 2 000 ლარი

 

V. 300 მობილურ ტელეფონზე ფასდაკლება, 1 ტელეფონზე 11.8%. სულ – 120 000 ლარი

 

VI. ბილაინის უფასო ნომერი და სასაუბრო დრო

•           1 ტელეფონი 300 წუთი – 51 ლარი

•           სულ 100 ტელეფონი 30 000 წუთი – 5 100 ლარი

 

VII.     გაუთვალისწინებელი ხარჯები – 10 000 ლარი

 

VIII.    გაყიდვების მენეჯერის ანაზღაურება – განსაკარგი თანხის (500 000 ლარის) სრული რაოდენობის 10 % – 50 000 ლარი

 

 

სულ დანახარჯი – 285 100 ლარი.

500 000 ლარიდან დარჩენილი 214 900 ლარი განაწილდება  რეკლამების გავრცელებაზე და წამახალისებელ საჩუქრებზე.

 

 

 

 

კონკურსანტ კახა კირთაძის პროექტი – მობილური ტელეფონი, რომელიც მზის ენერგიით იტენება

 

 

წარმატებულმა გაყიდვების სტრატეგიამ საშულება უნდა მისცეს გაყიდვების მენეჯერებს რომ სწორი ფოკუსირება გააკეთონ პოტენციური მყიდველების სეგმენტზე, სწორი გზებით და საჭირო დროს შესთავაზონ და გააცნონ მათ გასაყიდი პროდუქტი, მიაწოდონ ის ინფორმაცია რომელიც პოტენციურ მყიდველს სწორი გადაწვეტილების მიღებაში დაეხმარება. გაყიდვების გეგმის შედგენისას ასევე აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ის ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბაზარზე, სადაც შესვლას ვგეგმავთ.  სწორედ ამ დებულებების გათვალისწინებით შევეცდები წარმოვადგინო გაყიდვების სტრატეგია, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება საქართველოს ბაზრისთვის და რომელიც დაგვეხმარება ქართულ ბაზარზე ჯერ არარსებული პროდუქტის წარმატებით გაყიდვაში კონკრეტული ბიუჯეტით განსაზღვრულ ვადებში.

 

გაყიდვების წინა პერიოდი:

 

ჩვენს მიზანს წარმოადგენს საქართველოს ბაზრისთვის უჩვეულო, NCIB ფირმის Sun Shine  მოდელის შემოტანა და მის ეფექტური რეალიზაცია. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 6 თვეში (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო) და რაცშეიძლება რაციონალური დანახარჯებით, რადგან ეფექტური გაყიდვები სწორედ ამას ნიშნავს – ნაკლები დანახარჯებით მეტი მოგების მიღება. ბიუჯეტი, რომლის განკარგვაც შეგვიძლია აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე წარმატებით შემოსატანად, შეადგენს 500000 ლარს, რომელიც დაიხარჯება პროდუქტის რეკლამირებაში, სხვადასხვა პიარ–აქციებში და ა.შ. ამ ყველაფერს უფრო დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ.

ამ შემთხვევაში გასაყიდ პროდუქტს წარმოადგენს NCIB ფირმის Sun Shine  მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ფუნქციონალურად ნამდვილად არ განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა მობილური ტელეფონებისაგან. ერთ–ერთი და მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ ტელეფონისა გახლავთ ის, რომ მისი აკუმლიატორი იმუხტება არა ელექტროენერგიით, არამედ მზის ენერგიით (დღის სინათლით). სწორედ ეს ფუნქცია გამოარჩევს Sun Shine–ს ბაზარზე არსებული სხვა მობილური ტელეფონებისგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტელეფონი ნამდვილად გამორჩეულია აღნიშნული თვისების გამო, მაგრამ მის ამ გამორჩეულობას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.  იმის გავითვალისწინებით,  რომ  Sun Shine  დღის სინათლეზე იტენება, შეიძლება ითქვას, თუ მისი მომხმარებელი ამ ტელეფონს სრული დატვირთვით იყენებს დღის განმავლობაში, ხანგრძლივად საუბრობს, უსმენს მუსიკებს ან თამაშობს თამაშებს, მან არ უნდა იღელვოს იმაზე, რომ ტელეფონი დაჯდება და გაითიშება, რადგან Sun Shine ამ პერიოდში განუწყვეტლივ იმუხტება დღის სინათლით. ეს ფაქტი ხდის ამ ტელეფონს უნიკალურს და მიმზიდველს. სწორედ ის, რომ ამ მხრივ Sun Shine–ს ანალოგი არ მოიძებნება საქართველოში, მთავარი მესიჯია, რითაც პოტენციური მყიდველის ყურადღებას  მივიპყრობთ. როგორთ ზევით აღვნიშნეთ, ჩვენ ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მყიდველს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ამიტომ ყველას უნდა მივაწოდოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის შესახებ (როგორც დადებითი ისე უარყოფითი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უარყოფითი ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან ის მინუსი, რომელსაც ის თავად გაიგებს ან მიხვდება, კიდევ უფრო სავალალო იქნება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ჩემი აზრით, რაც Sun Shine–ის ნაკლში შეგვიძლია ჩავუთვალოთ, არის ის, რომ მისი დამუხტვა ღამით ვერ ხდება, რამაც შეიძლება მომხმარებელს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას. რაც შეეხება ტელეფონის ვიზუალურ მხარეს, იგი გამოირჩევა საკმაოდ დახვეწილი დიზაინით. ეს ნამდვილად გვაძლევს იმის უფლებას, რომ Sun Shine დავაყენოთ წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს შორის.

Sun Shine-ის კორპუსის უკანა პანელი მთლიანად დაფარულია საკმაოდ ძვირადღირებული  ფოტოელემენტებით, რომელიც უზრუნველყოფს დღის სინათლის გარდაქმნას ელექტრო ენერგიად, რითაც მობილური ტელეფონი განუწყვეტლივ იმუხტება. სწორედ ამ ფოტოელემენტის სიძვირე განაპირობებს Sun Shine-ის საბაზრო ღირებულებას. პროდუქტის თვითღირებულება დისტრიბუტორებისათვის  შეადგენს 1500 ლარს, ხოლო გასაყიდი ფასი 3399 ლარია.  აღსანისნავია რომ საქართველოს ბაზარზე ამ ფასის მობილური ტელეფონები არ გვხვდება და Sun Shine ამ მხრივაც გამორჩეულია.

 

 

ბაზრის მიმოხილვა:


დღესდღეისობით საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა სარგებლობს მობილური ტელეფონებით. მობილურ ტელეფონს, მათთვის გარდა კომუნიკაციისა, სხვა დანიშნულებაც აქვს. ზოგი მათგანი მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და აქვს Walkman-ის და Xpress Music-ის ტიპის მობილური ტელეფონები, ზოგი მათგანისთვის ფოტოკამერაა მნიშვნელოვანი და სარგებლობს ისეთი ტელეფონით რომელსაც გააჩნია Cyber-Shot ფუნქცია და ა.შ.  ერთერთ რეიტინგულ ვებ-გვერდზე ჩატარდა გამოკითხვა, სადაც ნათლად ჩანს რომ მომხმარებლები მობილურ ტელეფონს, გარდა კომუნიკაციისა, იყენებს სხვადასხვა დანიშნულებისათვის.

 

 

 

ჩვენს შემთხვევაში მთავარია, შევარჩიოთ ის სეგმენტი, თუ ვის უნდა ესაჭიროებოდეს Sun Shine და  გარდა კომუნიკაციისა რაში გამოიყენებს მომხმარებელი ტელეფონს. თუ გადავხედავთ დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ (იხილეთ გვ.8)  ვნახავთ რომ ტელეფონი სრულიად დააკმაყოფილებს როგორც მელომანების, ასევე საქმიან ადამიანებს და თუნდაც მოყვარულ ფოტოგრაფებს. Sun Shine დიდი პოპულარობით ისარგებლებს ახალგაზრდებში მისი ინოვაციური შესაძლებლობების გამო, ასევე საქმიან ადამიანებში, რომლებსაც დღის განმავლობაში ხშირად უხდებათ ტელეფონით საუბარი. ეს ტელეფონი საკმაოდ საინტერესო იქნება ტურისტებისთვის და უბრალოდ იმ პირებისთვის, რომლებიც რამდენიმე დღიან კემპინგ ტურებში დადიან ქალაქგარეთ. როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო იუწყება, 2010 წლის ზაფხულში  საქართველოს  850000  უცხოელი  ტურისტი  ეწვია,  რომლის  1/3  ნაწილმა საქართველოს მაღალმთიანეთში იმოგზაურა (თუშეთი, სვანეთი, ყაზბეგი, ხევსურეთი). ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით Sun Shine–ის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს საქართველოს ტურისტულ კომპანიებში. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს გაცნობითი, საინფორმაციო სახე ბროშურების და სტიკერების სახით.

პირველ ეტაპზე პროდუქტის რეალიზაცია დაიწყება ხალხმრავალ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი და ბათუმი. სწორედ ამ პროექტით გაწერილ პერიოდში (6 თვეში) ამ ქალაქებში ფიქსირდება ყველაზე დიდი საზოგადოებრივი აქტივობა.

დღესდღეისობით საქართველოში უამრავი მობილური ტელეფონი იყიდება, რომელთა შემომტანები ძირითადად წვრილი იურიდიული პირები არიან და რომელთა საშუალო ფასი 400-500 ლარამდე მერყეობს. მათგან აღსანიშნავია Nokia, Sony Ericsson, Samsung, Motorola-ს ფირმის მობილური ტელეფონები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Sun Shine–ის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია, ამიტომ მისი ძირითადი კონკურენტები თავის კლასში იქნებიან ისეთი წამყვანი ბრენდები როგორებიცაა Blackbarry და iPhone.

Blackbarry საქართველოში ოფიციალურად 2009 წელს შემოვიდა.  მისი შემომტანები საქართველოში უმსხვილესი მობილური კავშირის ოპერატორები არიან მაგთიკომი და ჯეოსელი. მათი რეალიზაცია ძირითადად მაგთისა და ჯეოსელის ოფისებსა და მათ ინტერნეტ გვერდძე. Blackbarry–გასაყიდი ფასი საშუალოდ 1200-1500 ლარში მერყეობს.

დღესდღეისობით Apple–ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში არ ჰყავს, მაგრამ მისი პროდუქცია ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს. Apple-ს პროდუქციის ერთერთი უმსხვილესი დისტრიბუტორია შ.პ.ს. „iPhone+“, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას ახდენს თავის მაღაზიებში. Apple-ს პროდუქტებიდან აღსანიშნავია 2010 წლის მოდელი, iPhone 4. იგი გამორჩევა თავისი დახვეწილი დიზაინით და ფუნქციონალურად ნამდვილად დიდი შესაძლებლობებით. შეიძება თამამად ითქვას, რომ იგი მართლაც სრულყოფილი ტელეფონია. მისი საბაზრო ღირებულება საშუალოდ 2200-2400 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება Sun Shine–ის შედარებას ამ ორ მოდელთან, შეიძება ითქვას, რომ ფუნქციონალურად ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. სამივე ტელეფონი აღჭურვილია ისეთი, ფუნქციებით რომლებიც ახალი თაობის მობილურ ტელეფონს უნდა გააჩნდეს და  ტელეფონი მრავალფუნქციური გახადოს. რაც შეეხება შედარებას ფასთან მიმართებაში, სხვაობა ნამდივილად დიდია, Sun Shine–ის უნიკალური შესაძლებლობის გამო.

 

გაყიდვების გეგმა:


იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომ Sun Shine ინოვაციური პროდუქტია საქართველოს ბაზრისთვის და მისი გასაყიდი ფასი საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ, რომ მისი სტანდარტული წესით გაყიდვა მაღაზიებში წარუმატებელი იქნება. ჩემი აზრით, საკმაოდ ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში Trade-In პროგრამის დანერგვა.

Trade-In პროგრამას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა კომპანიები განვითარებულ ქვეყნებში. მათგან აღსანიშნავია ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა  HP და Motorola. ეს პროგრამა გულისხმობს ძველი პროდუქციის ჩაბარების სანაცვლოდ ახალი პროდუქციის შეძენას. ხოლო ჩაბარების ფასისა და ახალის ფასს შორის განსხვავების დაფარვას გარკვეული სქემით. ჩვენს შემთხვევაში მოხდება ნახმარი მობილური ტელეფონის ჩაბარება და Sun Shine–ის შეძენა, ხოლო ფასებს შორის სხვაობა დაიფარება საბანკო განვადებით ან ნაღდი ფულით.

პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ თუ რა სახის მობილურ ტელეფონებს ჩავიბარებთ. თუ გავითვალისწინებთ Sun Shine–ის ფასს, უნდა ჩავიბაროთ ისეთი ტელეფონები, რომელთა საბაზრო ფასი (ახალის)  800 ლარია და უფრო მეტი.  ტელეფოს მიღებამდე მოხდება მათი შემოწმება და შეაფასება  სპეციალისტების მიერ, რომლებიც დაადგენენ მის გასაყიდ ფასს. ამის შემდეგ კი როგორც მოგახსენეთ, კლიენტი სრულად დაფარავს დარჩენილ თანხას საბანკო განვადებით ან ნაღდი ფულით.  ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ საბაზრო ფასთან შედარებით რამდენად დაბალ ფასში მოხდება ჩაბარება. იგივე ფასით ჩაბარება რაც ბაზარზე ღირს (თუნდაც მეორადები) რა თქმა უნდა წამგებიანი იქნება კომპანიისთვის, რადგანაც შემდეგში კომპანიამ ჩაბარებული პროდუქტი ადვილად უნდა გაყიდოს. როგორც წესი, საბაზრო ფასთან შედარებით 20-40% ით იაფად უნდა მოხდეს ნახმარი მობილურის ჩაბარება, ეს დამოკიდებული იქნება პროდუქციის მდგომარეობაზე, მის ამჟამინდელ საბაზრო ფასზე,  ბაზარზე ფასების სტაბილურობაზე, ასევე იმაზე, თუ ეს ტელეფონი რამდენად მოთხოვნადი იქნება. ყველაფერ ამას კი NCIB ფირმის კვალიფიცირებული პერსონალი დაადგენს.

ამ პროგრამის წარმატების ერთ–ერთი უმთავრესი პირობაა ჩაბარებული პროდუქციის გაყიდვის სწორი სქემის შედგენა. ჩაბარების პროცესის აწყობა შედარებით მარტივია, მაგრამ კომპანია ჩაბარებული პროდუქციის გაყიდვას თუ ვერ შეძლებს, ეს პროგრამა ნამდვილად წარუმატებელი იქნება.

დღეს საქართველოში, მეორადი მობილური ტელეფონების ძირითად მყიდველს, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა წარმოადგენს, რომლებიც თავს უფლებას ვერ აძლევს ახალი ტელეფონი იყიდონ.  თბილისში მეორადი ტელეფონები გვხვდება ლომბარდებში და ძირითადად მცირე ზომის ჯიხურებში, რომლებიც მრავლადაა ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენს შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება გადამყიდველების სქემის აწყობა, ანუ გაიყიდება ჩაბარებული პროდუქტის დიდი პარტიები ერთბაშად და არა ცალობით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფასის სწორად დადგენას.  მყიდველი აუცილებლად გვეყოლება იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასზე საგრძნობლად დაბალ ფასს შევთავაზებთ და ამ შემთხვევაში გაყიდვაც უფრო სწრაფად მოხდება.  ჩემი აზრით ჩაბარებული პროდუქციის ამ სქემით გაყიდვა უფრო წარმატებული იქნება კომპანიისთვის. ვფიქრობ დაუშვებელია მეორადი ტელეფონების გაყიდვა იმ სპეციალურ პუნქტებში სადაც Sun Shine–ი  გაიყიდება,  რადგან ეს ყოველივე  ზეგავლენას  იქონიებს  Sun Shine-ის იმიჯზე.

ჩვენი მიზანი არ არის და დაუშვებელია ის, რომ კომპანიამ ნახმარი პროდუქციის რეალიზებიდან ნახოს მოგება. პირიქით, უნდა ვაგრძნობინოთ მომხმარებელს, რომ იმიტომ ხდება მისი მობილური ტელეფონის ჩაბარება საბაზრო ფასთან შედარებით უფრო იაფად, რათა კლიენტს გაუადვილდეს მისი გაყიდვა და არა იმიტომ, რომ კომპანიამ ნახოს მოგება.  ჩვენი მთავარი სარგებელი Trade-In პროგრამის შემთხვევაში უნდა იყოს Sun Shine–ის რეალიზაციის დაჩქარება.

რაც შეეხება თვითონ Sun Shine-ის რეალიზაციას, ეს მოხდება სპეციალურ სერვის–ცენტრებში, რომლებიც პირველ ეტაპზე გაიხსნება თბილისსა და ბათუმში. კომპანია სერვის პუნქტებს იჯარით აიღებს ქალაქების ცენტრალურ  უბნებში ან ისეთ ხალხმრავალ ადგილებში როგორებიცაა მაგალითად ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და სავაჭრო ცენტრი GTC. ამ პუნქტებში მოხდება Trade-In პროგრამის ფარგლებში მეორადი ტელეფონის მიღება, მისი დეტალური დათვალიერება და შეფასება, კონსულტანტების მიერ მყიდველისთვის Sun Shine-ის გაცნობა და შეთავაზება. ასევე სერვის პუნქტებში იქნება ბანკის წარმომადგენელი, რომელიც განვადებას შესთავაზებს კლიენტებს. ეს ობიექტები აღჭურვილი იქნება ყველანაირი ტექნიკით, რაც საჭირო იქნება პროდუქტის ჩაბარებისათვის.

ნებისმიერი პროდუუქტის ან მომსახურების წარმატებული გაყიდვისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ პრომოციას – იმას თუ როგორ გავაცნობთ და შევთავაზებთ პოტენციურ მყიდველს ჩვენს პროდუქტს.

Sun Shine-ის გაყიდვისას ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ ტელეფონი ნამდვილად გამორჩეულია ბაზარზე არსებულ მოდელებთან შედარებით და ძალიან მიმზიდველია მისი უნიკალური ფუნქციების გამო. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე რომ ტელეფონი იმუხტება დღის სინათლით, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებელთათვის. ასევე აუცილებელია იმ პროგრამის (Trade-In) პრომოცია, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ Sun Shine-ის რეალიზაციისათვის. ამ შემთხვევაში იმაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი რომ კლიენტს არ უწევს დრო და ნერვები დახარჯოს ძველი მობილური ტელეფონის რეალიზაციაზე და სწორედ ამ მიზნით დაინერგა ეს პროგრამა. ეფექტური იქნება თუ Trade-In პროგრამის რეკლამირების მთავარი მესიჯი იქნება: „დაგეხმარებით ნახმარი პროდუქციის გაყიდვაში.“

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაცია იმისთვის, რომ ის მივიდეს დაინტერესებულ ადამიანებამდე, სანდო იყოს და საინტერესო მათთვის. ერთერთი ეფექტური და მარტივი საშუალებაა ინფორმაციის ინტერნეტით გავცელება. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს სოციალური ქსელებით, სხვდასხვა ფორუმებით, კითხულებს სხვადასხვა შემეცნებით ბლოგებს. ჩემი აზრით, ეფექტური იქნება ინფორმაციის გავრცელება ამ კუთხით, ვებ ბანერების სახით, სოციალურ ქსელების საშუალებით. რაც მთავარია, ამ ყველაფერს არ უნდა ჰქონდეს „სპამი“–ს სახე, რადგან ეს ნამდვილად გამაღიზიანებელი იქნება მკითხველისთვის. ინფორმაციის გავრცელება ასევე მოხდება ბროშურებისა და ფლაიერების სახით, რომლებიც დარიგდება სერვის–პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა კინოთეატრები და სუპერმარკეტები. ქალაქში რეკლამა გაკეთდება ბილბორდებით სახით. როგორც ზევით ავღნიშნე,  Sun Shine-ი ძალიან ეფექტური იქნება იმ ტურისტებისათვის, რომლებიც დადიან მრავალდღიან ლაშქრობებში, ამიტომ მათი ინფორმირებისთვის კარგი იქნება თუ საინფორმაიო ბუკლეტებს განვათავსებთ იმ ტურისტულ კომპანიებში, რომლებიც გეგმავენ მსგავს ტურებს.

მარკეტინგული თვალსაზრისით, კლიენტთა რაოდენობის ზრდის ძალიან ეფექტური საშუალებაა დაგროვებითი აქციების დანერგვა. ანუ თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Unicard–ი და TBC Smart Club. შეგვიძლია ავიღოთ კომპანია Wissol-ის მაგალითი. მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს თანამშრომლობა Unicard–თან, მათი მომხმარებლების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა.

ვფიქრობ, სიახლის სამომავლო წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია მის პირველად პრეზენტაციაზე, ანუ როგორ გაიცნობს ამ პროდუქტსა თუ მომსახურებას მისი მომავალი პოტენციური მომხმარებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე Sun Shine-ი მართლაც „ხმაურიანად“ შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. გრანდიოზული პრეზენტაცია ჩატარდება სასტუმრო Radisson Blue-ში, სადაც მოწვეული იქნებიან ცნობადი სახეები, ჩატარდება წამახალისებელი გათამაშებები და დაჯილდოვებები.  ერთი სიტყვით, შედგება შოუ, რომელზეც მეორე დღეს ყველა ილაპარაკებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება, მაგრამ ნამდვილად დადებითად იმოქმმედებს Sun Shine-ის იმიჯზე.

პირველ ეტაპზე ავიყვანთ, 18 თანამშრომელს, რომლებიც დასაქმდენიან იმ სპეციალურ პუნქტებში სადაც Sun Shine-ის გაყიდვა მოხდება. 4 ტექნიკური სპეციალისტი, რომლებიც უზრუნველყოფენ ძველი მობილური ტელეფონების შეფასებას და ჩაბარების ფასის დადგენას; 4 კონსულტანტი, რომლებიც მყიდველებს გააცნობენ და შესთავაზებენ Sun Shine-ს; 2 მოლარე და 8 პრომო გოგონა, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან კლიენტების მოზიდვაზე. მათ დაევალებათ გარე აქციებში მონაწილეობის მიღება, ფლაერების და ბუკლეტების დარიგება ხალხმრავალ ადგილებში.

დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:

ზოგადი მახასიათებლები:

 

  • ბრენდი: NCIB
  • მოდელი: Sun Shine
  • კორპუსის ტიპი: კლასიკური
  • კორპუსის ფერი : შავი, ლურჯი
  • გამოშვების წელი: 2010 აგვისტო
  • ზომა: 114 x 58,3 x 10,1 მმ.
  • წონა: 90 გ.
  • ფასი: 3 399 ლარი
  • ეკრანის ტიპი: TFT, მულტისენსორული
  • ეკრანის გაფართოება: 240 x 320 პიქსელი ,22 დიუმი
  • ფერთა რაოდენობა: 17 000000 ფერი
  • სიხშირის დიაპაზონი: HSDPA 850/ 900 / 1900 / 2100) – 10,2 მეგაბითი/წამში;
  • GSM 850/900/1800/1900
  • ელემენტის სტანდარტი: წყარო მზის ენერგია (დღის სინათლე)
  • საუბრის ხანგრძლივობა: GSM – 3:00 სთ; HSDPA (3G) – 0:30 სთ
  • ლოდინის ხანგრძლივობა: 200 საათი
  • მუსიკალური პლეერის რეჟიმი : 0.5 საათი
  • ოპერაციული სისტემა : Symbian OS 9,3.Series 60 rel 3.2
  • პროცესორი: ARM 11 600 MHz
  • შიდა მეხსიერება: 45 მბ.

 

 

გამოძახების სიგნალი :

  • პოლიფონიური მელოდიების ჟღერადობა განისაზღვრება 64 პოლიფონიური ერთეულით
  • MP3, AAC, MIDI მელოდიების მხარდაჭერა
  • ვიბრო-ზარი

 

მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია:

 

  • ინტერფეისი : WI-FI/WLAN 802.11b/g,microUSB v2.0 , Bluetooth 2.0 с EDR
  • ინტერნეტთან კავშირი : HTML, XHTML MP, WML, CSS, HTTP, HTTP, WAP 2.0, GPRS class B, multislot class 32, EDGE class B, multislot class 32, POP/SMTP -კლიენტი
  • HSDPA – 10.2 mbps
  • მოდემი
  • პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაცია
  • Nokia -ს ლოკალური რუქები

 

შეტყობინება:

  • SMS
  • MMS

 

ეკრანი:

  • ეკრანის ტიპი : TFT- 16777216 ფერი
  • გამოსახულება : 240 x 320 პიქსელი

მულტიმედია:

  • ფოტოკამერა 3მგპ.
  • ღამის გადაღება

აუდიო:

  • MP3 – პლეერი : mp3, .wma, .aac, AAC+, eAAC+
  • FM-სტერეო რადიო
  • დიქტაფონი
  • ხმით დარეკვა
  • ხმით მართვა
  • ხმოვანი თანაშემწე
  • 2.5 მმ – audio პორტი

მეხსიერება:

  • შიდა მეხსიერება : 45 მგ
  • RAM 128 მბ
  • დამატებითი მეხსიერების ბარათი : micro SD (TransFlash) მაქსიმუმ 16 გბ

კვების წყარო:

  • მზის ენერგია.

სატელეფონო წიგნაკი და ორგანაიზერი:

  • ტელეფონის ნომრების წიგნაკი 1000 ნომერის შენახვის საშუალება ტელეფონის შიდა მეხსიერებაში

ორგანაიზერი:

  • კალენდარი
  • კალკულატორი
  • დამგეგმავი
  • მაღვიძარა

 

გრაფიკული ნამუშევრები

 

მოსაწვევის ან ბუკლეტის ესკიზი

 

კომიქსი

 

 

კახაბერ კირთაძე

30/10/2010

თბილისი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.